Jump to content
×
×
  • Create New...

29 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_793680478-300x200.jpg

ორშაბათს, 29 მარტს კრიპტოვალუტის ბაზარი შაბათ-კვირის მონაცემებთან შედარებით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ 27-28 მარტს ბიტკოინის კურსის ყველაზე მაღალი დონე 56,568-სა და და 56,610 დოლარზე დაფიქსირდა, ვაჭრობა ორივე დღეს 55.900 დოლარის ფარგლებში დაიხურა.

დღევანდელი მონაცემები კი ფასის გაუმჯობესების ნიშანია.

დღის პირველ ნახევარში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 56.775 დოლარამდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 0.77%-ით არის გაუმჯობესებული.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა მხოლოდ 2.78%-ით დაიკლო.

რაც შეეხება ეთერიუმს: 29 მარტის დღის პირველ ნახევარში ალტკოინის კურსი 1.715 დოლარს შეადგენდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასმა მხოლოდ 0.16%-ით დაიკლო.

კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 4.64%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 29 მარტს, დღის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 779.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

The post 29 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share