Jump to content
×
×
  • Create New...

დამხმარე სახელმძღვანელო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის – „ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელთათვის „ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“.

დამხმარე სახელმძღვანელო შედგება სამი ნაწილისაგან, ერთდროულად მოიცავს როგორც ზოგად, ისე საქართველოს ევროპასთან დაახლოების უახლეს საკითხებს, როგორიცაა: ევროპის კავშირის შექმნა, მიზნები და ამოცანები, ევროპული ფასეულობების, ევროპის კავშირის გაფართოების, საქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობის უმთავრესი მიღწევები, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური სივრცის შესახებ შეთანხმების კონკრეტული შედეგები საქართველოში, კულტურული მემკვიდრეობის საკითხები ასოცირების შეთანხმების კონტექსტში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, სახელმძღვანელო შეადგინეს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორებმა, ისტორიის დოქტორმა, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აფილირებულმა პროფესორმა, გურანდა ჭელიძემ; სამართლის დოქტორმა, კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ და ისტორიის დოქტორმა, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორმა ზურაბ ბრაგვაძემ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

სახელმძღვანელო ოთხ ენაზე გამოიცა:

სახელმძღვანელო ქართულ ენაზე,

სახელმძღვანელო სომხურ ენაზე

სახელმძღვანელო აზერბაიჯანულ ენაზე

სახელმძღვანელო ინგლისურ ენაზე

სახელმძღვანელოს შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მისი დახმარებით, პედაგოგები გააღრმავებენ მოსწავლეთა ცოდნას ევროპული ფასეულობებისა და ასოცირების პროცესის შესახებ საქართველოში, დაეხმარებიან მათ გააცნობიერონ საკუთარი მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებასა და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაში.

დამხმარე სახელმძღვანელოები მასწავლებლებისთვის

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   134 all people including: 2 წევრი, 0 ანონიმური, 132 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • t-90
    • Chrome(24)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(12)
    • Facebookexternalhit(2)
    • Freeman