Jump to content
×
×
  • Create New...

იამაიკა საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვებაზე მუშაობს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

crypto-300x180.jpg

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იამაიკა საკუთარ ციფრულ ვალუტას ქმნის.

ქვეყნის ცენტრალური ბანკი არის ის ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ციფრული ვალუტის გამოშვებით არის დაინტერესებული. ამჟამად, ბანკს პარტნიორბას უწევს ირლანდიაში დაფუძნებული ტექნიკური კომპანია.

eCurrency Mint-ი უშუალოდ იამაიკის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პროექტისთვისაც მუშაობას. პროექტის დაწყება კი მაისში იგეგმება.

იამაიკის ბანკის პრესრელიზის თანახმად, eCurrency Mint-ი არის კრიპტო კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გაცემაში.

სწორედ ეს უკანასკნელი შეირჩა ციფრული ვალუტის პროექტისთვის ტექნოლოგიის მომწოდებლად.

ირლანდიაში დაფუძნებული eCurrency Mint-ი მუშაობს ცენტრალურ ბანკებთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან სტაბილკოინის დიზაინისა და განხორციელების პროტოკოლების შემუშავებაზე.

ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ Fintech Regulator Sandbox–ის ეგიდით, ტესტირებები ციფრულ ვალუტაზე დაიწყება ივლისში.

ECurrency Mint-ი დაეხმარება ცენტრალურ ბანკს პროტოკოლების ტესტირებაში საპილოტე ეტაპზე, რომელიც დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ იამაიკის ბანკმა ჯერ კიდევ შარშან მოიწვია პროვაიდერები აღნიშნული პროექტისათვის.

The post იამაიკა საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვებაზე მუშაობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share