Guest Georgia Posted 29 მარტი, 2021 Posted 29 მარტი, 2021 „დინამო-არენაზე“ ესპანეთის ნაკრებს ორმაგად გაუმართლა. საქართველოსთან შესარჩევ ციკლში გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ამავე დროს, ლუის ენრიკეს გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევი ეტაპების რეკორდი გააუმჯობესა. ესპანეთის ეროვნული გუნდი პირველი ნაკრებია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გოლი ზედიზედ 37 მატჩში გაიტანა. ლუის ენრიკეს გუნდმა ამ მაჩვენებლით გერმანიის ნაკრებს გადაასწრო, რომელსაც ძველი რეკორდი ეკუთვნოდა – ბუნდესნაკრებმა მეტოქეთა კარი ზედიზედ 36 მატჩში აიღო. გერმანიამ პირველი რეკორდი 1934-1985 წლებში დაამყარა. https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616956436-ScreenCapture_2021-3-28-21.38.20.mp4 ესპანეთს საკვალიფიკაციო ტურნირებში წაუგებელი სერიის ხანგრძლივობით ასევე არ ჰყავს ბადალი. შეხვედრა თბილისში, სადაც ყველაფერი გადაწყვიტა მსაჯის მიერ დამატებულ დროში დანის ოლმოს შორეულმა დარტყმამ, გახდა ზედიზედ 65-ე წაუგებელი მატჩი. ბოლოს გუნდმა 1993 წლის მარტში წააგო, როდესაც დანიელებთან კოპენჰაგენში (0:1) წააგეს. ხვიჩა კვარაცხელიას გოლის შემდეგ, ფერან ტორესისა და დანი ოლმოს გოლებით ესპანეთმა მოიგო და ამით ბოლო წლების მძიმე ტრადიცია დაარღვია – ესპანეთისთვის პირველი ტაიმის შედეგი საშიში ჩანდა. რადგან გუნდი ბოლო 12 წლის განმავლობაში ვერ იგებდა შეხვედრას, რომლის პირველ ტაიმშიც მარცხდებოდა. The post ესპანეთმა თბილისში ისტორია დაწერა – „ფურია როხამ“ „დინამო-არენაზე“ გერმანიას გადაასწრო [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა