Guest Georgia Posted 29 მარტი, 2021 Posted 29 მარტი, 2021 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე საქართველოს ჯგუფში შვედეთი გალიდერდა. სტოკჰოლმში საქართველოსთან გამარჯვების (1:0) შემდეგ იანე ანდერსონის გუნდი პრიშტინაში კოსოვოს ესტუმრა და უშანსოდ აჯობა. საქართველოში ესპანეთის მოგების შემდეგ, შვედეთის ნაკრების წევრებმა იცოდნენ, რომ ჯგუფში ლიდერობისთვის კოსოვოს დამარცხება იყო საჭირო და ეს მოახერხეს. ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში კვლავ მთავარ როლში იყო. ზლატანმა მე-12 წუთზე შესანიშნავი პასი გააკეთა, რომლითაც ლუდვიგ აუგუსტინსონს ანგარიში გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ იბრას თავად არ გაუტანია, მეტოქის დაცვას მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა. დაწინაურებულმა შვედეთმა უპირატესობა მოიპოვა და ანგარიში 35-ე წუთზე ალექსანდრ ისააკის გოლით გაზარდა, ხოლო 70-ე წუთზე სებასტიან ლარსონმა პენალტით მასპინძლებს მესამეც გაუტანა. მთავარმა არბიტრმა, უნგრელმა ტამას ბოგნარმა 90-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან კოსოვოელი ბერნარდ ბერიშა გააძევა და საბოლოოდ, შვედეთმა 3:0 მოიგო. ამ მატჩის შემდეგ შვედეთმა 6 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა, მეორეზე კი ესპანეთია 4 ქულით, მესამეზე – საბერძნეთი (1), ხოლო საქართველოსა და კოსოვოს ქულა არ მოუპოვებიათ. The post შვედეთმა კოსოვო დაამარცხა – იბრაჰიმოვიჩმა თავისი საქმე გააკეთა [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა