Guest Merlin Posted 29 მარტი, 2021 Posted 29 მარტი, 2021 ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში, მე-10 კლასის მოსწავლეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. გადავა თუ არა კლასი დისტანციურ სწავლებაზე ამ ეტაპზე უცნობია. სკოლის დირექტორის ინგა ვარდიძის თქმით, ამ ეტაპზე კონტაქტების გამოვლენა მიმდინარეობს. „ჯერ ვადგენთ ყველაფერს, ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია მოსაწოდებელი. ვარკვევ კონტაქტები თუ იქნება და ა.შ. ჯანდაცვას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და წერილობითი შეტყობინების შემდეგ, რა რეკომენდაციებიც იქნება, იმის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით”, – განაცხადა ინგა ვარდიძემ. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ფატი ხაბულიანის თქმით, სკოლას რეკომენდაციები აქვს და ის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. „ყველაფერი მოქმედი რეგულაციების შესაბამისად იქნება. გადაცემული გვაქვს ინფორმაცია როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში. დისტანიურზე გადასვლის გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებთ”, – განაცხადა ფატი ხაბულიანმა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციის თანახმად, სკოლის მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, საზოგადიებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურიდან იდენტიფიცირებულ შემთხვევაზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები სკოლაში არ გამოცხადდნენ. წყარო: სამხრეთის კარიბჭე Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა