Guest Merlin Posted 29 მარტი, 2021 Posted 29 მარტი, 2021 „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილები განხორციელდა და დაემატა კონკრეტული მუხლი, რომელიც რიგგარეშე მობილობის ჩატარება გამარტივებული წესს განსაზღვრავს. 1-ლი პუნქტით, ბრძანების თანახმად, დაწესებულებისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების, ასევე, დაწესებულებისათვის სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმით ან აკრედიტაციის გაუქმებით დაწესებულების მიერ პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, რიგგარეშე მობილობა ტარდება გამარტივებული წესით შემდეგი პირებისთვის: ამ დაწესებულებების სტუდენტთათვის, ასევე აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება ამ დაწესებულებაში, მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც ამ დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად, მობილობის მსურველთათვის, რომლებმაც ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით მოიპოვეს ამ დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება. ამ უფლებით სარგებლობს ის პირიც, რომლის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემიდან გასულია ამ წესის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული თორმეტთვიანი ვადა. ბრძანების თანახმად, სტუდენტები, რომლებიც ჩრიცხული არიან ისეთ პროგრამებზე, რომელთაც გაუუქმდათ აკრედიტაცია ან საგანამანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც გააუქმდა ან შეუჩერდა ავტორიზაცია, უფლებამოსილი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში. წესი ეხება მათაც, ვისაც გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე უკვე შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი. დოკუმნეტის მიხედვით გამარტივებული წესით რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ გამოიყენება ელექტრონული პორტალი. „რიგგარეშე მობილობის გამოცხადების შესახებ მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება: ა) დაწესებულების მიერ რიგგარეშე მობილობით საფეხურებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის, ასევე სწავლის საფასურის შესახებ მართვის სისტემაში ინფორმაციის წარდგენის ვადა; ბ) რიგგარეშე მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების მართვის სისტემაში წარდგენის ვადა; გ) სტუდენტის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების გამოცემის ვადა“, – ვკითხულობთ ბრძანებაში. 5. მართვის სისტემა ამოწმებს დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისობას მისთვის განსაზღვრულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის, არსებული სტუდენტების რაოდენობისა და დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მონაცემებთან, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და საჭიროების შემთხვევაში, ადგენს ხარვეზს და დაწესებულებას განუსაზღვრავს ხარვეზის აღმოფხვრის ვადას ან ადასტურებს ინფორმაციის სისწორეს. მართვის სისტემის მიერ დადგენილ ვადაში დაწესებულების მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობა წარმოადგენს მობილობისათვის ადგილების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით, ინფორმაციის გადამოწმების საფუძველზე, მართვის სისტემა დაწესებულებების მიერ წარდგენილ ინფორმაციას აქვეყნებს მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტებს უფლება აქვთ, მართვის სისტემის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩარიცხვის მიზნით განცხადებით მიმართონ დაწესებულებების ჩამონათვალიდან მათთვის სასურველ, ნებისმიერ დაწესებულებას. 8. მიმღები დაწესებულება საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობას ადგენს ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად. 9. მიმღები დაწესებულება მართვის სისტემას წარუდგენს სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის პროექტს და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონულ ვერსიას მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად, რის შემდეგაც მართვის სისტემა ამოწმებს დაწესებულების ბრძანების პროექტში ასახული სტუდენტის მონაცემების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებთან და გასცემს დასკვნას პროექტში მითითებული სტუდენტების რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესაძლებლობის შესახებ. მართვის სისტემა უფლებამოსილია გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაციაც. 10. ბრძანების პროექტზე მართვის სისტემის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გამოიცემა დაწესებულების ბრძანება სტუდენტის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ. 11. დაწესებულება უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების ელექტრონულ ვერსიას, სტუდენტის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ, მართვის სისტემის მიერ დადგენილი ფორმით, გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგენს მართვის სისტემაში, ხოლო მართვის სისტემა, 3 სამუშაო დღის ვადაში, ასახავს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. 12. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმით ან აკრედიტაციის გაუქმებით დაწესებულების მიერ პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, ამ დაწესებულებების სტუდენტთა რიგგარეშე მობილობისას, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე, იმ დაწესებულების მიერ, საიდანაც გადადის სტუდენტი, გამოიცემა ბრძანება სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ და არაუგვიანეს 5 დღის ვადაში აისახება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ხოლო სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირის ვადაში გაიცემა ბრძანებიდან ამონაწერი, ასევე საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც იგი ამ დაწესებულებაში ჩაირიცხა, და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია.“ ვის მოუწევს გამოცდის ჩაბარება მობილობის დროს – ცვლილება შესაბამის წესში უკვე განხორციელდა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა