Guest Merlin Posted 28 მარტი, 2021 Posted 28 მარტი, 2021 350 მილიონიანმა საპენსიო ფონდმა KiwiSaver Growth Strategy, რომელსაც კომპანია New Zealand Wealth Funds Management განაგებს, ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში კაპიტალის 5% ბიტკოინში დააბანდა. როგორც კომპანიის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, ჯეიმს გრიგორმა (James Grigor) განაცხადა, 17 მილიონი დოლარის ბიტკოინში დაბანდების მთავარი მიზეზი მისი ოქროსთან მსგავსება გახდა. მან ხაზი გაუსვა, რომ მომავალში კრიპტოვალუტებში ინვესტიციებს KiwiSaver-ის სხვა ფონდებიც განახორციელებენ. „თუ ინვესტიციას ოქროში დებთ, არ გაქვთ მიზეზი ბიტკოინს გვერდი აუაროთ.“- თქვა მან. იმის გათვალისწინებით, რომ გასული წლის ოქტომბერში ბიტკოინის კურსი 10000$-ის ფარგლებში მერყეობდა და სულ რაღაც 5 თვეში 5-ჯერ გაიზარდა, ფონდის ბიტკოინში ინვესტირებული თანხებიც 5-ჯერ არის გაზრდილი. გრიგორმა დასძინა, რომ KiwiSaver „ძირითადად ტრადიციულ აქტივებში დებს ინვესტიციას“, თუმცა „დამატებით შესაძლებლობებს ყოველთვის იყენებს.“ ის დარწმუნებულია, რომ ბიტკოინს შეუძლია „ადამიანებისთვის პენსიის უკეთესი ვარიანტი უზრუნველყოს.“ საპენსიო ფონდების მხრიდან ბიტკოინისადმი მზარდი ინტერესის შესახებ წლის დასაწყისში Grayscale Investments-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ სონენშაინმა (Michael Sonnenshein) ისაუბრა. წყარო:https://cointelegraph.com The post ახალზელანდიურმა საპენსიო ფონდმა ბიტკოინში 17 მილიონი დოლარი დააბანდა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა