Jump to content
×
×
  • Create New...

ხვიჩა კვარაცხელია – მეც და მთელ გუნდს მეტი უნდა გაგვეკეთებინა #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ესპანეთთან დასრულებული შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიამ შეაფასა. 20 წლის თავდამსხმელმა თბილისში გამართულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა და თუ ვინმე თამაშს ამწვავებდა, უპირველესად სწორედ ის გახლდათ.

„ჩვენს თამაშს დადებითად შევაფასებდი. ბოლოს არ გაგვიმართლა. ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო წუთებზე გავუშვით – არარეალური გოლი გაგვიტანეს“, – განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს პირველ არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სპეციალურ ეთერში ხვიჩა კვარაცხელიამ.

საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელმა საკუთარ გამოსვლაზეც ილაპარაკა.

„ჩემს თამაშსაც დადებითად შევაფასებდი, მაგრამ საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. ალბათ, მეტიც შეიძლებოდა და მეტი უნდა გამეკეთებინა არა მხოლოდ მე, არამედ, მთელ გუნდს“.

ხვიჩამ გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს. ძალიან სასახარულოა, როდესაც „დინამო-არენაზე“ იხედები და ხედავ გულშემატკივრებს, რომლებიც 90 წუთი არ გაჩერებულან. მათ უდიდეს მადლობას ვუხდი. ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, როდესაც საქართველოში გულშემატკივართან ერთად თამაშობ“.

The post ხვიჩა კვარაცხელია – მეც და მთელ გუნდს მეტი უნდა გაგვეკეთებინა #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share