Guest Georgia Posted 28 მარტი, 2021 Posted 28 მარტი, 2021 კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში რუმინეთის ნაკრებთან გამარჯვებას ულოცავს. „საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ვულოცავთ ევროპის ჩემპიონატის გათამაშებაში რუმინეთის ნაკრების დამარცხებას და ანთიმოზ ივერიელის თასის შენარჩუნებას! „ბორჯღალოსნებმა“ რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშებაში უკვე მეოთხე გამარჯვება ჩაიწერეს და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს 2023 წელს საფრანგეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად. ვულოცავთ მათ და მთელ საქართველოს!“,- წერს წულუკიანი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის მეოთხე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის ეროვნულ გუნდს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და 28:17 დაამარცხა.საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ანთიმოზ ივერიელის თასიც შეინარჩუნა. მატჩს, კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, მაყურებელიც დაესწრო. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ვულოცავთ ევროპის ჩემპიონატის გათამაშებაში რუმინეთის ნაკრების დამარცხებას და ანთიმოზ… Posted by თეა წულუკიანი Thea Tsulukiani on Sunday, 28 March 2021 The post თეა წულუკიანი ბორჯღალოსნებს გამარჯვებას ულოცავს appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა