Jump to content
×
×
  • Create New...

ინანეიშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა თურქი ქემალ ერდოღანი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ცოტა ხნით ადრე 100კგ-ში მოასპარეზე ილია სულამანიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში იგი კანადელ შადი ელნაჰასთან დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა ტურნირის სხვადასვა ეტაპზე ძალიან ძლიერი ძიუდოისტები დაამარცხა, მათ შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა.

დღესვე, მოგვიანებით, ფინალურ ბლოკში მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი ოქროს მედლისთვის ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაუპირისპირდება.

დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ტატამზე ცხრა კაცი და ერთი ქალი ძიუდოსტი გამოვიდა, საიდანაც შვიდი სპორტსმენი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას. თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.

The post ინანეიშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share