Guest Georgia Posted 28 მარტი, 2021 Posted 28 მარტი, 2021 ორი ოქრო და ერთი ვერცხლი – საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა გუნდმა, პარაწოლჭიმში მანჩესტერში 2021 წლის მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშება წარმატებით დაასრულა. დღეს, იაგო გორგოძე მძიმე წონით კატეგორიაში (+107კგ) ექვს ათლეტს შორის საუკეთესო აღმოჩნდა და ოქროს მედალი მოიპოვა. აკაკი ჯინჭარაძემ (-107 კგ წონით კატეგორიაში) ხუთ ათლეტს შორის, მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ჯინჭარაძე აღნიშნულ ტურნირზე 2021 წლის ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელიც გახდა. შეგახსენებთ, გუშინ აჰმად რაზმაზარი (-80კგ.წონით კატეგორიაში) ოქროს მფლობელი გახდა. პარაწოლჭიმში მანჩესტერში მიმდინარე 2021 წლის მსოფლიო თასის გათამაშება, ტოკიოს 2021 წლის პარალიმპიური თამაშების წინასაკვალიფიკაციო ტურნირია. საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრები გუნდი სამშობლოში 30 მარტს დაბრუნდება. The post ორი ოქრო და ერთი ვერცხლი – საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრების წარმატება მსოფლიო თასზე #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა