Jump to content
×
×
  • Create New...

Alternative – ახალი ფილმი, რომელზეც ქართველი ფილმმეიკერების გუნდი მუშაობს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი არჩილ გუგბერიძე მოკლემეტრაჟიან ფილმს იღებს.

“Alternative” – ასე ქვია მომავალ ნამუშევარს, რომელიც როგორც ქართველი, ისე უცხოელი, გამოცდილი ფილმმეიკერებით დაკომპლექტებული გუნდის შრომის ნაყოფი იქნება.

“ორი წლის წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ოცნების გოგო ვიპოვე. მეგონა მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით. საკუთარ ზღაპარში დავიკარგე და როგორც აგურის კედელს, ისე დავეჯახე რეალობას. ურთიერთობის დაკარგვა იდენტობის დაკარგვას ჰგავდა. დაკარგული, დაბნეული, იზოლირებული და დეპრესიული ვიყავი, თუმცა, მივხვდი, რომ მარტო არ ვარ, მრავალი სხვა ადამიანისთვისაც საკუთარი თავის მოტყუება დეპრესიით დასრულდა. ვწერდი სცენარებს და ვნახულობდი ფილმებს – ჩემთვის ეს ერთგვარი თერაპია იყო. რომ არა კინოსადმი სიყვარული, არ ვიცი, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდი. ერთ დღესაც მივხვდი, რომ სამყაროსთვის რაღაც უნდა გავიღო, გავიაზრე რომ საკუთარი გამოცდილების გაზიარებით სხვებს უნდა დავეხმარო. გადავწყვიტე არტისტების ჯგუფი შემეკრიბა და საკუთარი ისტორია გამეზიარებინა, მეჩვენებინა სხვებთვის, რომ გვირაბის ბოლოს ყოველთვის სინათლეა”. – ამბობს პროექტის რეჟისორი, არჩილ გუგბერიძე.

მომავალ ფილმზე 5 სხვადასხვა ქვეყნის ტიტულოვანი ფილმმეიკერი იმუშავებს. მათი ნამუშევრები წარდგენილი იყო ისეთ პრესტიჟულ ჯილდოებზე, როგორებიც ოსკარი, სანდენსი, კანი და ბერლინალეა. გაგაცნობთ შემოქმედებითი გუნდის ქართველ წევრებს:

არჩილ გუგბერიძე

ნიუ-იორკში მცხოვრები სცენარისტი და რეჟისორი. დამთავრებული აქვს ლი სტრასბერგის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტი. ახლო წარსულში იმუშავა ოსკაროსანი რეჟისორის, მარშალ კარის მოკლემეტრაჟიან სურათზე “The Neighbors’ Window”. ავტორია წიგნისა “Bipolar: 5 Short Screenplays and Their Philosophical Analyses”, რომელიც 2020 წლის მაისში Amazon.com-ზე გამოიცა.

ანა პაჭუაშვილი

ანა პაჭუაშვილი ასევე ლი სტრასბერგის ინსტიტუტის სტუდენტია. ახლახანს დაამთავრა მოკლემეტრაჟიან ფილმზე მუშაობა. ანა პროექტის პროდიუსერია, მას დახმარებას ბრუკლინელი პროდიუსერი, 20-ზე მეტი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორი ჯეისონ უოლტერ შორტი გაუწევს.

მაიკლ გოგიძე

მაიკლი არაერთი სარეკლამო სააგენტოს ფოტოგრაფი და კონტენტ ქრიეთორია. მისი ვიდეოგრაფია მოიცავს ისეთ დიდ ბრენდებთან თანამშრომლობას, როგორებიც არის Time, Coca Cola, Avon, NYFW 2018 და სხვა.

ლევან კუხაშვილი

ლევან კუხაშვილი გამოცდილი ქართველი მემონტაჟეა, რომელსაც ოცზე მეტ ფილმზე, მათ შორის ოსკარზე საქართველოს სახელით გაგზავნილ ორ პროექტზე – “ნამე” და “შინდისი”, აქვს ნამუშევარი.

ლევან ბაშარული

თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებულმა ლევან ბაშარაულმა სწავლა მიუნხენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში გააგრძელა. 2016 წელს კატეგორიაში ახალგაზრდა ტალანტი German Film Music Awards-ის დაჯილდოების ნომინანტი გახდა.

ბესო კაჭარავა

ვანკუვერის კინოსკოლის კურსდამთავრებული ბესო კაჭარავა ქართველი საუნდ დიზაინერი და კომპანია Postred-ის ერთერთ დამფუძნებელია. ნამუშევარი აქვს ფილმებზე “და ჩვენ ვიცეკვეთ”, “შინდისი”, “დასაწყისი”.

სურათში მთავარ როლს ნიუ-იორკელი, თეატრისა და კინოს მსახიობი სპენსერ ლუის სოლომონი ასრულებს. რეჟისორის ასისტენტი პუერტორიკოელი რეჟისორი ფრან ზაიასია, რომლის სადებიუტო ნამუშევარი “La bruma y el descanso” არაერთი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე გახლდათ.

ფილმის შემქმნელები გადაღებისთვის საჭირო თანხის მოგროვებით არიან დაკავებულები. ამ ეტაპისთვის მოგროვებულია ბიუჯეტის 44% და ნებისმიერი დონაცია მნიშვნელოვანია.

პროექტის შესახებ დამატებით ინფორმაციის მისაღებათ ეწვიეთ ამ ბმულს.

The post Alternative – ახალი ფილმი, რომელზეც ქართველი ფილმმეიკერების გუნდი მუშაობს appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share