Guest Georgia Posted 28 მარტი, 2021 Posted 28 მარტი, 2021 თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, დღეს, 28 მარტს კაცებში სამ, ხოლო ქალებში ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები. საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ტატამზე ცხრა კაცი და ერთი ქალი ძიუდოსტი გამოვიდა, საიდანაც ექვსი სპორტსმენი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას. მსგავსი: ქართველი ძიუდოისტების სამი ბრინჯაოს მედალი თბილისის გრანდ სლემის მეორე დღეს [ვიდეო] #1TVSPORT მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი ნახევარფინალშია და ფინალში გასასვლელად თურქ ერდოღანს დაუპირისპირდება. ტურნირზე ბრწყინვალედ ასპრეზობს ილია სულამანიძე (100), რომელმაც მერვედფინალში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა დაამარცხა და მეოთხედფინალში რუს სპორტსმენს შეხვდება. 100კგ-ში ასევე ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს ონისე სანებლიძეც. მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი რეპეჟაშიდან აგრძელებს ბრინჯაოს მედლის მოპოვებას. შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ყულაბაში ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია. წინასწარი შეხვედრები 10:30 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება. The post ზაალიშვილი თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალშია #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა