Guest Georgia Posted 28 მარტი, 2021 Posted 28 მარტი, 2021 ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩამდე ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა „დინამო-არენაზე“ ბოლო ვარჯიშის ჩატარება სცადა, მაგრამ შუქი ჩაქრა. მსგავსი: ესპანელთა ვარჯიშზე ორი გულშემატკივარი შევარდა - სტადიონის დაცვამ ისინი დროულად გაიყვანა [ვიდეო] #1TVSPORT სტუმართა ეროვნული გუნდის ფეხბურთელებმა რამდენიმე წუთი მოიცადეს და რადგან ელექტროენერგის აღდგენა არ მოხერხდა, ლუის ენრიკემ ვარჯიში დაასრულა. შუქი იმ დროს ჩაქრა, როდესაც ესპანელთა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ბურთს თავი დაარტყა და უცებ სიბნელეში დაიკარგა. ამან ესპანელთა ლიდერი სერხიო რამოსი ხუმრობის ხასიათზე დააყენა და გამოცემა „ასის“ ჟურნალისტთან იხუმრა. „ცხოვრებაში რა არ მინახავს, მაგრამ სტადიონზე შუქის ჩაქრობა და ამხელა ფეხბურთელის დაკარგვა, საოცარება იყო. ახლა გასახდელში უნდა დავბრუნდეთ. ეს ისტორიული მოვლენაა“, – თქვა ესპანეთის ნაკრების და მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა. The post სერხიო რამოსი ჩაბნელებულმა „დინამო-არენამ“ გაამხიარულა – სტადიონზე ამხელა კაცის დაკარგვა საოცრება იყო [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა