Guest Georgia Posted 28 მარტი, 2021 Posted 28 მარტი, 2021 სკანდალური გამოდგა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ბელგრადში, სადაც სერბეთის ნაკრები პორტუგალიას ხვდებოდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, როცა ანგარიში 2:2 იყო, პორტუგალიამ გამარჯვების გოლი გაიტანა – ეს კრიშტიანო რონალდომ გააკეთა. ბოლო მომენტში ეპიზოდში ჩაერთო სტეფან მიტროვიჩი, რომელმაც ვარდნაში შეძლო ბურთის გამოტანა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევში VAR-ისა და გოლის დაფიქსირების სისტემები არ გამოიყენება და გადაწყვეტილებას მსაჯები იღებენ – როგორც ეს ძველ დროში იყო. რინალდო აღშფოთდა, როცა დაინახა, რომ არც მთავარი და არც გვერდითი არბიტრი გოლის ჩათვლას არ აპირებდნენ. მან მსაჯთან კამათისთვისა და აგრესიული ქცევისთვის ყვითელი ბარათი მიიღო და საბოლოოდ გამოვიდა წყობრიდან: თამაში ჯერ დამთავრებული არ იყო,როცა პორტუგალიელმა კაპიტნის სამკლაური დაანარცხა მინდორზე და დემონსტრაციულად დატოვა მოედანი. CR7 made his thoughts VERY clear after being denied a late winner against Serbia. #WorldCup #Qatar2022 #WCQ Watch Now – https://t.co/RRmQgctETJ pic.twitter.com/f9XwwF5lCc — beIN SPORTS (@beINSPORTS_EN) March 27, 2021 The post სკანდალი სერბეთში – კრიშტიანო რონალდოსა და პორტუგალიას აშკარა გოლი და მოგება წაართვეს [ვიდეო] appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა