Jump to content
×
×
  • Create New...

ბიტკოინის მაინერები თვითგანადგურებისკენ მიდიან


Recommended Posts

  • ფორუმელი

ბიტკოინის მაინერები თვითგანადგურებისკენ მიდიან

 27 მარ 202122:05
fb
 
 
ბიტკოინის მაინერები თვითგანადგურებისკენ მიდიან
Bloomberg

ბევრი კრიტიკა, რაც ბიტკოინის შესახებაა, გადაჭარბებულია თუმცა, კრიპტოვალუტის მიერ რესურსების, მაგალითად ენერგიის და ჩიპების, მზარდი  გამოყენება, ყურადღების მიღმა ვერ დარჩება. თუ ბიტკოინს სურს, რომ მთავრობების რისხვა ასცდეს, საჭიროა ისეთი ტექნოლოგიებისკენ გადაინაცვლოს, რომელიც მისი ფასის შესანარჩუნებლად, მასობრივი რესურსის მუდმივ გამოყენებას არ მოითხოვს.

ბიტკოინის კრიტიკაში პრობლემა ის არის, რომ აქამდე მას ბევრი არარეალისტური მიზეზის გამო აკრიტიკებდნენ. თავდაპირველ ენთუზიასტებს სჯეროდათ და ბევრს ისევ სჯერა, რომ კრიპტოვალუტა ცენტრალურ ბანკებს გამოუთხრის ძირს და ისეთ ტრადიციულ ვალუტას გააქრობს, როგორიცაა დოლარი. ამ ბრალდებებმა ბიტკოინი მთავრობის დამხობის იარაღად გამოაცხადა. ბიტკოინი ვერ გახდება დომინანტი ვალუტა მანამ, სანამ ის ამდენად არასტაბილურია. ხოლო იმისთვის, რომ ნაკლებად არასტაბილური გახდეს, საჭიროა, მისმა ფასმა დროთა განმავლობაში იკლოს.

მაგრამ ბიტკოინის ფასი, მიუხედავად იმისა რომ მერყეობა ახასიათებს, ძირითადად იზრდება. ეს, ცხადია, ძალიან კარგია მათთვის, ვინც ის ადრე შეიძინა ან ადამიანებისთვის, ვინ კრიპტო პროგრამირების ინდუსტრიაში არიან. თუმცა, ამჟამად, ბიტკოინის მაღალი ფასი, მისთვის ახალ პრობლემებს წარმოშობს, რადგან სხვა ფინანსური აქტივებისგან განსხვავებით, ბიტკოინი ფასის ზრდასთან ერთად უფრო მეტ რესურსს იყენებს.

ნორმალური ვალუტისთვის, მაგალითად დოლარისთვის, ტრანზაქციები ვერიფიცირებულია სანდო ორგანიზაციის მიერ, როგორიცაა ბანკი. ბიტკოინისთვის კი ამას დეცენტრალიზებული მაინერების ქსელი აკეთებს. მაინერები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან, რომ თითოეული ტრანზაქციის ბლოკი თვითონ დაადასტურონ და ციფრის გამოსაცნობად კომპიუტერებს იყენებენ. იღბლიანი მაინერი, რომელიც ციფრს გამოიცნობს, გარკვეული რაოდენობის ბიტკოინებით საჩუქრდება.

რაც უფრო მაღალია ბიტკოინის ფასი, მით უფრო ღირებულია თითოეული მცირე მოგება. გაზრდილი მოგება, კი უფრო და უფრო მეტ ბიტკოინის მაინერს იზიდავს თამაშში, რომლებიც თავის მხრივ, უფრო მეტ რესურსს ხარჯავენ გამოცნობაში. ამ რესურსებში შედის კომპიუტერული ჩიპები და ელექტროენერგია, რომ კომპიუტერებმა იმუშაონ.

მთელი სისტემა ქმნის დეცენტრალიზებული ნდობის სისტემას. არავის შეუძლია შემოვიდეს და შეცვალოს ყველა ტრანზაქცია ისე, რომ მათ მიიღონ ყველა ბიტკოინი. ეს რომ მოხდეს, საჭირო იქნება კომპიუტერის ჩიპებისა და ელექტროენერგიის საკმარისი რაოდენობა, ყველა სხვა მაინერს რომ გადააჭარბოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეალური რესურსების დანახარჯი არის ის ფასი, რასაც ბიტკოინი სანდოობაში და უსაფრთხოებაში იხდის.

შედეგად, რაც უფრო იზრდება ბიტკოინის ფასი, მით მეტ რესურსს მოიხმარს იგი. 2017 წლის დასაწყისში, როდესაც ფასი მხოლოდ $1000 იყო, Digiconomist-ის შეფასებით, ბიტკოინის მოპოვება წელიწადში დაახლოებით 10 ტერავატ საათის ელექტროენერგიას იყენებდა. ოთხი წლის შემდეგ, ფასი დაახლოებით 50-ჯერ, ხოლო ელექტროენერგიის მოხმარება 8-ჯერ ან 9-ჯერ გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ახლა ბიტკოინის გამომუშავება იმდენ ელექტროენერგიას საჭიროებს, რასაც ფინეთი და აშშ-ის ფედერალური მთავრობა მოიხმარს.

ბიტკოინის მომხრეები ჯერ კიდევ კამათობენ, თუ რამდენად ნახშირბადს გამოყოფს ეს პროცესი. მაგრამ ის უდავოდ ახდენს ადგილობრივ ენერგორესურსების მიტაცებას, რაც სხვა მომხმარებლების გაღიზიანებას იწვევს. ჩინეთის შიდა მონღოლეთმა ცოტა ხნის წინ აკრძალა ბიტკოინის მოპოვება, ხოლო აშშ-ს ზოგიერთმა რეგიონმა ლიმიტი დააწესა მის გამომუშავებაზე. ბიტკოინის მაინერები ამის გამოსწორებას პიკის საათებში წარმოქმნილი მზისა და ქარის ზედმეტი ენერგიის გამოყენებით ცდილობენ, მაგრამ ჯერ უნდა გაირკვეს, ამ დამატებითი ენერგიის რა ნაწილი რჩება გამოუყენებელი.

ამასობაში, ბიტკოინზე მოთხოვნამ კომპიუტერულ ჩიპებზე მოთხოვნა გაზარდა, რაც ჩიპების გლობალური დეფიციტის წარმოქმნას უწყობს ხელს. ეს კი ავტომობილების მწარმოებლებს ათობით მილიარდი დოლარი დაუჯდებათ და საფრთხეს უქმნის სატელეფონო ინდუსტრიასაც.

რესურსების მოხმარების ეს სპირალი, ბიტკოინის ტექნოლოგიის ძირითად სისუსტეზე მიუთითებს. ფინანსური აქტივების უმეტესობაში, მაგალითად ოქროს შემთხვევაში, შენახვის ღირებულება ფასთან ერთად არ იზრდება. ვალუტების უმეტესობაში კი, ოპერაციები ძალიან იაფია. იმის გამო, რომ ხალხი უკვე ენდობა ბანკებსა და მთავრობებს, ამ ცენტრალიზებულ ინსტიტუტებს შეუძლიათ, გაუმკლავდნენ ტრანზაქციების მასიურ რაოდენობას მინიმალური დანახარჯებით. ბიტკოინის დეცენტრალიზებული ნდობა კი პირიქით, სულ უფრო ძვირდება, ვინაიდან ბიტკოინი უფრო ღირებულია.

ეს პროცესი სამუდამოდ ვერ გაგრძელდება და როგორც ეკონომისტმა ჰერბერტ შტაინმა ერთხელ თქვა: ”თუ რაღაც ვერ გაგრძელდება სამუდამოდ, ის შეჩერდება”. საბოლოოდ, ბიტკოინის მაინინგს, შიდა მონღოლეთის მსგავსად, ბევრი ადგილი აკრძალავს. სამხრეთ კორეისა და ტაივანის მთავრობები კი ჩიპების წარმოებაში ჩაერევიან, რომ შეაჩერონ კომპიუტერული ჩიპების გაყიდვა ბიტკოინის მაინერებზე, რაც ცუდი იქნება არა მხოლოდ ბიტკოინის მაინერებისთვის, არამედ კრიპტო ინვესტორებისა და პროგრამისტებისთვის.

ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად, დეველოპერებმა, რომლებიც ბიტკოინის ალგორითმს აკონტროლებენ, უნდა იფიქრონ უფრო იაფ ტექნოლოგიაზე გადასვლაზე. 

ერთ-ერთი ალტერნატივაა "წილის მტკიცებულების" სისტემა, სადაც მაინინგის გაკეთება მხოლოდ იმ ადამიანებს შეეძლებათ, რომლებსაც უკვე აქვთ კრიპტოვალუტის დიდი რაოდენობა. ეს მასობრივად ამცირებს რესურსების გამოყენებას, კონკურენციის შეზღუდვით.

ბიტკოინის ენთუზიასტებს შეიძლება არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ ასეთი სისტემა უფრო ცენტრალიზებულია, მაგრამ თუ დეცენტრალიზებული ნდობის ტექნოლოგია თავისთავად ძვირი ჯდება, ლიბერტარიანულმა იდეალებმა გზა უნდა მისცენ მძიმე, ცივ ეკონომიკურ საჭიროებას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნოა სმიტი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   259 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 258 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(3)
    • Chrome(9)