Jump to content
×
×
  • Create New...

მზის სისტემა


Katutu
 Share

Recommended Posts

მზის სისტემა – ადგილი კოსმოსურ სივრცეში, რომელშიც განლაგებულია მზე, პლანეტები და მრავალი სხვა კოსმოსური ობიექტი. მზის სისტემა ის ადგილია სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენი სახლი.

ჩვენი სამყარო წარმოადგენს უზარმაზარ ადგილს, სადაც ჩვენ ვიკავებთ პაწაწინა კუთხეს. მაგრამ დედამიწელებს მზის სისტემა ეჩვენებათ განუსაზღვრელ ტერიტორიად, რომლის დაშორებულ კუთხეებთან მიახლოებას ჩვენ მხოლოდ ახლახანს ვიწყებთ, მაგრამ იგი მაინც ინახავს უამრავ საიდუმლო ფორმირებებს, ასე რომ, საუკუნეების მანძილზე მისი შესწავლის მიუხედავად, ჩვენ მხოლოდ ცოტათი შევაღეთ კარი აღმოუჩენელი ფაქტებისკენ.

 

აღმოჩენა

ფაქტობრივად, საჭიროა მხოლოდ ცაში ახედვა და თქვენ დაინახავთ ჩვენს სისტემას. მაგრამ არც ისე ბევრი ერი და კულტურა ხვდებოდა იმას, თუ ზუსტად სად ვარსებობთ და რა ადგილი გვიკავია სივრცეში. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ გვეგონა რომ ჩვენი პლანეტა სტატიკურია, განლაგებულია ცენტრში, დანარჩენი ობიექტები კი ბრუნავენ მის გარშემო.

მაგრამ მაინც, ძველ დროში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე ჰელიოცენტრიზმის მომხრეები, რომელთა იდეებიც შთააგონებდა ნიკოლოზ კოპერნიკს ნამდვილი მოდელის შექმნაში, სადაც ცენტრში მზე იქნებოდა განთავსებული.

XVII საუკუნეში გალილეომ, კეპლერმა და ნიუტონმა დაამტკიცეს რომ ჩვენი პლანეტა ბრუნავს ვარსკვლავის ირგვლივ. გრავიტაციის აღმოჩენამ დაეხმარა მათ იმის გაგებაში რომ სხვა პლანეტები მიჰყვებიან ერთიან ფიზიკის კანონს.

რევოლუციური მომენტი დადგა გალილეო გალილეის პირველი ტელესკოპის გაჩენის შემდეგ. 1610 წელს მან შეამჩნია იუპიტერი და მისი თანამგზავრები. ამას მოჰყვა სხვა პლანეტების აღმოჩენაც.

XIX საუკუნეში აწარმოეს სამი მნიშვნელოვანი დაკვირვება, რომლებმაც ხელი შეუწყვეს სისტემის და სივრცეში მისი პოზიციის ბუნების ნამდვილ გამოვლენას.

1839 წელს ფრიდრიხ ბესელმა წარმატებით დაადგინა მოჩვენებითი ძვრა ვარსკვლავურ პოზიციაში.

ამან აჩვენა ის რომ მზისა და ვარსკვლავებს შორის არსებობს უზარმაზარი დისტანცია.

1859 წელს, გ. კირხჰოფმა და რ. ბუნსენმა გამოიყენეს ტელესკოპი მზის სპექტრული ანალიზის ჩასატარებლად. აღმოჩნდა რომ მზე იგივე ელემენტებისგან შედგება, რაც დედამიწა.

საბოლოოდ, ანჯელო სეკიმ შეძლო შეესაბამებინა მზის სპექტრული ხელწერა სხვა ვარსკვლავების სპექტრებთან. გაირკვა რომ ისინი თითქმის ერთნაირია.

პერსივალ ლოუელი გულმოდგინედ სწავლობდა პლანეტების შორეულ კუთხეებს და ორბიტალურ გზებს. ის მიხვდა რომ არის კიდევ ერთი აღმოუჩენელი ობიექტი – პლანეტა X (იქსი). 1930 წელს მის ობსერვატორიაში პლუტონს შენიშნავს კლაიდ ტომბო.

1992 წელს მეცნიერები აფართოვებენ სისტემის საზღვრებს, როდესაც აღმოაჩენენ ტრანს–ნეპტუნიანურ ობიექტს – 1992 QB1.

ამ მომენტიდან იწყება კოიპერის სარტყელით დაინტერესება. შემდეგ ამას მოჰყვება მაიკლ ბრაუნის გუნდის მიერ ერიდას და სხვა ობიექტების აღმოჩენა.

ეს ყველაფერი მიგვიყვანს MAC-ის კრებამდე, სადაც პლუტონს პლანეტის სტატუსს ჩამოხსნიან.

 

მზის სისტემის შემადგენლობა

მზე – მზის სისტემის მთავარი ენერგიის წყარო, რისი ძლიერი გრავიტაციაც აკავებს პლანეტებს საკუთარ პოზიციებზე. მზის ენერგია მოქმედებს ობიექტების კლიმატურ გარემოებებზე, ასევე სიცოცხლის გაჩენის შესაძლებლობაზე.

დედამიწის ჯგუფის პლანეტები – მზის სისტემა დაყოფილია ორ მონაკვეთად: შიდა და გარე. პირველში მდებარეობენ დედამიწის ტიპის პლანეტები (მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი).

გაზის გიგანტები (იგივე იუპიტერის ჯგუფის პლანეტები) – გაზის გიგანტებს შეადგენენ შემდეგი პლანეტები – იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. ისინი მდებარეობენ გარე მონაკვეთში, რომელიც განცალკევებულია ასტეროიდების შიდა სარტყელით.

ამ ტიპის პლანეტებს გააჩნიათ სილიკატური ქერქი, მანტია და მეტალის ბირთვი. გიგანტები გავსებულია წყალბადისა და ჰელიუმის ნარევით.

 

კოიპერის სარტყელი და ოორტას ღრუბელი ნეპტუნის უკან არიან. კოიპერის სარტყელში ცხოვრობენ ჯუჯა პლანეტები და მცირე ციური სხეულები.

ოორტას ღრუბელში მდებარეობენ კომეტები. ეს მონაკვეთები განლაგებულია დიდ სიშორეზე, ამიტომაც მათზე ინფორმაცია საკმაოდ ცოტაა.

ც.jpg

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share