Jump to content
×
×
  • Create New...

ოკუპირებული ცხინვალის „გენერალური პროკურორის“ პოსტზე რუსი პროკურორი წარადგინეს


Recommended Posts

  • ფორუმელი

რუსი პროკურორი ვიტალი სავჩენკო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „გენერალური პროკურორის“ კანდიდატად წარადგინეს. რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა „პარლამენტს“ მისი დანიშვნის შესახებ წარდგინება დასამტკიცებლად 25 მარტს გაუგზავნა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

სავჩენკო ამ თანამდებობაზე ურუზმაგ ჯაგაევს შეცვლის, რომელსაც გავრცელებული ცნობებით, ვადა აპრილში ეწურება. 2020 წლის აგვისტოში, ახალგაზრდა პატიმრის, ინალ ჯაბიევის გარდაცვალებასთან მისი სავარაუდო კავშრის გამო ჯაგაევი ოკუპირებულ ცხინვალში რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზიზისის ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. ოპოზიციამ მისი გადადგომის მოთხოვნით „საკანონმდებლო ორგანოს“ ბოიკოტიც გამოუცხადა, თუმცა უშედეგოდ.

„რესის“ ცნობით, 2020 წლის აპრილიდან სავჩენკო რუსეთის კრასნოდარის მხარის პროკურორად მუშაობდა, 2018-202 წლებში იგი სოჭის ცენტრალური ოლქის პროკურორის უფროსი თანაშემწე იყო. უფრო ადრე კი -მას კრასნოდარის მხარისა და სოჭის პროკურატურებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   375 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 375 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • Googlebot(3)