Guest Georgia Posted 27 მარტი, 2021 Posted 27 მარტი, 2021 თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, დღეს, 27 მარტს კაცებშიც და ქალებშიც ორ-ორ წონით კატეგორიაში მედლები გათამაშდა.ფინალურ ბლოკში სამმა ქართველმა ძიუდოსტმა ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა. 73 კგ-ში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი და ალეკო მამიაშვილი რეპეჟაშიდან გავიდნენ მედლების მოსაპოვებლად და ორივე მათგანმა ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა. მამიაშვილმა რუსი დენის იარცევი დაამარცხა, ხოლო შავდათუაშვილმა კოსოვოელ სპორტსმენს სძლია. ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ტატო გრიგალაშვილიც (81), რომელმაც მედლისთვის ბრძოლაში რუსი ალან ხუბეცოვი დაამარცხა. https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616852754-მამიაშვილის-ბრინჯაო.mp4 თბილისის გრანდს სლემს ტრიბუნებიდან საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტთთან გიორგი ათაბეგაშვილთან ერთად ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი ადევნებდა თვალს. დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად რვა კაცი და ორი ქალი ძიუდოისტი გამოვიდა, საიდანაც შვიდი სპორტსმენი მედლებისთვის ბრძოლას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის სასტარტო დღეს, საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. The post ქართველი ძიუდოისტების სამი ბრინჯაოს მედალი თბილისის გრანდ სლემის მეორე დღეს [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა