Guest Georgia Posted 27 მარტი, 2021 Posted 27 მარტი, 2021 ვილი სანიოლთან ერთად ესპანეთთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია იმყოფებოდა – „ანორთოსისის“ კიპერმა ესპანეთთან მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მსგავსი: კაკაბაძეს „მარკამ“ ინტერვიუ ჩამოართვა - ესპანეთი მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ ხეტაფეში მოგებაც გვახსოვს #1TVSPORT „რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ყველა თამაშისთვის მზად ვარ, დიდი გუნდი იქნება ჩვენი მოწინააღმდეგე თუ პატარა, არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ, ესპანეთთან განსაკუთრებული მოტივაცია შეიძლება იყოს. დიდი გუნდია, პატივისცემა გვაქვს, მაგრამ ის ჩემთვის ჩვეულებრივი მოწინააღმდეგეა. დანარჩენი მინდორზე გამოჩნდება. ყველაფერი ისე მოხდება, როგორც მწვრთნელმა ჩაიფიქრა და იმედია, წარმატებას ერთად ვიზეიმებთ“, – ამბობს გიორგი ლორია. გამოცდილმა მეკარემ ყოფილ მთავარ მწვრთნელზე, ვლადიმირ ვაისზე ილაპარაკა. „ვაისმა ხუთი წლის განმავლობაში გამოცდილება გადმოგვცა, მან ბევრს მაიღწია. ვაისმა წლოვაკეთი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფიდან გაიყვანა. მის ხელში გუნდი ერთ მუშტად შეიკრა. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი, რომ ერთა ლიგაზე ჯგუფი მოვიგეთ და ფინალში გავედით. ჩვენც ვცდილობთ, ახალგაზრდებს ადაპტირება გავუადვილოთ და ჩვენი გამოცდიელბა გადავცეთ. ერთს დავამატებ, მიხარია, რომ ხალხი სტადიონს დაუბრუნდა და იმედია, მათ ჩვენ გამარჯვების სიხარულს დავუბრუნებთ“. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ესპანეთს შორის 28 მარტს 20 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102,3) შემოგთავაზებთ. The post გიორგი ლორია – ესპანეთი დიდი გუნდია, მაგრამ ის ჩემთვის ჩვეულებრივი მოწინააღმდეგეა #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა