Guest Georgia Posted 27 მარტი, 2021 Posted 27 მარტი, 2021 გოგა ბითაძემ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი წარმატებული შეხვედრა გამართა. „ინდიანა პეეისერსი“ „დალას მავერიქსს“ ესტუმრა და კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი კალათბურთელი ამ მატჩშიც კარგად გამოიყურებოდა და ყოველდღე ამტკიცებს, რომ უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებს. მსგავსი: განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და სწორ ნაბიჯებს დგამს - „ფორბსი“ გოგა ბითაძეზე ბითაძე ბოლო დროს დაცვაშიც და შეტევაშიც ეფექტურად გამოიყურება, აგროვებს ქულებს, მოხსნებს, დაფარებებს, მოწინააღმდეგეს მაქსიმალურად უშლის ხელს შეტევაში და აყენებს ისეთ ბლოკებს, რომლის საშუალებითაც მისი თანაგუნდელები მარტივად უტევენ. 8points9seconds „ინდიანა პეისერსის“ მორიგ წარმატებულ შეხვედრას გამოეხმაურა და გუნდის თითოეული წევრი შეაქო. „როტაციის თითოეულმა წევრმა თავისი როლი საკმაოდ კარგად შეასრულა“. გამოცემა „პეისერსის“ მოთამაშეებზე საუბრობს და გოგა ბითაძეზეც ამახვილებს დიდ ყურადღებას. „სკამის კიდევ ერთი ნათელი წერტილი ბოლო დროს არის გოგა ბითაძე, რომელმაც ბოლო შეხვედრაშიც გაამართლა. ბითაძეს თავისი სათამაშო წუთების გამომუშავება ნამდვილად მოუწია, მას დიდი დრო არ ეძლევა, მაგრამ თითოეულ შესაძლებლობას მაქსიმალურად იყენებს. ის ძლიერი იყო მეტოქის ფარზე და შეხვედრა 6 ქულით, 6 მოხსნითა და 3 დაფარებით დაასრულა,“ – ამბობს 8points9seconds ქართველ ახალგაზრდა ცენტრზე. „ინდიანას“ შემდეგი შეხვედრა 30 მარტს, „ვაშინგტონის“ წინააღმდეგ აქვს. The post ამერიკული გამოცემა ბითაძეზე – მას დიდი დრო არ ეძლევა, მაგრამ თითოეულ შესაძლებლობას მაქსიმალურად იყენებს #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა