Jump to content
×
×
  • Create New...

დღეს, 22:00 საათზე “მზის ქალაქის” ჩვენება გაიმართება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან არსებულ კინოკლუბში რატი ონელის დოკუმენტური ფილმის, “მზის ქალაქის” ჩვენება გაიმართება.

დოკუმენტური ფილმის მთავარი გმირები ჭიათურის მაცხოვრებლები არიან, რომლებიც ქალაქის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე საუბრობენ.

2017 წელს გადაღებული სურათი ბათუმის, თბილისის, ბერგამოს, მინსკის, სან-ფრანცისკოსა და სარაიევოს ფესტივალების გამარჯვებულია. “მზის ქალაქი” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე პროგრამაში “ფორუმი” იყო წარდგენილი.

რატი ონელი ქართველი სცენარისტი, რეჟისორი და მსახიობია. საკუთარი სცენარით გადაღებული აქვს ფილმები “ლეიტმოტივი”, “თეო” და “მზის ქალაქი”. დეა კულუმბეგაშვილთან ერთად დაწერილი აქვს ფილმ “დასაწყისის” სცენარი, ამავე ფილმში შეასრულა ერთერთი მთავარი როლი.

ფილმის ჩვენება გაიმართება ფეისბუქ ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. ლაივ ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.

The post დღეს, 22:00 საათზე “მზის ქალაქის” ჩვენება გაიმართება appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share