Guest Merlin Posted 27 მარტი, 2021 Posted 27 მარტი, 2021 სტუდენტთა მობილობის წესში დაგეგმილი ცვლილება, რომელზეც EDU.ARIS.GE უკვე წერდა და რომელიც მობილობის დროს ზოგიერთი სტუდენტისთვის ეროვნული გამოცდის ჩაბარებას ითვალისწინებს უკვე განხორციელდა. ეროვნულ გამოცდებზე საგნის გადაბარება – რა იცვლება სტუდენტთა მობილობის წესში შესაბამისი ცვლილება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით განხორცილდა. შიდა და გარე მობილობის შეცვლილი წესის თანახმად, თუ პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს იმ საგნისგან განსხვავებული საგანი, რომელიც ჩაბარებული აქვს (ეროვნულ გამოცდებზე ავტ.) მობილობის მსურველს, იგი მობილობის განხორციელებამდე უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნული გამოცდებში და ჩააბაროს შესაბამისი საგანი ან საგნები. დოკუმენტის თანხმად, მობილობაში მონაწილე ის სტუდენტი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ, ვალდებულია აკმაყოფილებდეს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ყველა წინაპირობას და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული საგნები. ერთიანი ეროვნული გამოცდებით 2020 წელს და შემდგომ ჩარიცხული სტუდენტების მობილობის თავისებურებები “1. მობილობაში მონაწილე ის სტუდენტი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ, ვალდებულია აკმაყოფილებდეს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ყველა წინაპირობას და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საგანი/საგნები. 2. თუ პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს: ა) იმ საგნისგან განსხვავებული საგანი, რომელიც ჩაბარებული აქვს მობილობის მსურველს, იგი მობილობის განხორციელებამდე უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნული გამოცდებში და ჩააბაროს შესაბამისი საგანი/საგნები; ბ) ერთზე მეტი საგანი, რომელიც შეესაბამება, დებულების დანართი №3-ით გათვალისწინებული სწავლის სფეროების მიხედვით განსაზღვრულ საგნების ჩამონათვალს, მობილობის მსურველს, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ, ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა ჩაეთვლება დაკმაყოფილებულად ერთ-ერთი მათგანის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაშიც. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჩასაბარებელ საგანში/საგნებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა წარმოადგენს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობის დაკმაყოფილებას და მიღებული ქულა არ გაითვალისწინება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შედეგებში”, – ვკითხულობთ ბრძანებაში. ბრძანების თანახმადვე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის ან ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების თაობაზე ყველა საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე მართვის სისტემას ელექტრონულად მიაწოდოს იმ პირთა სკალირებული ქულა (ქულებ)ი, შესაბამისი საგნის (საგნების) მითითებით, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. როგორც ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, ამ ცვლილების გასაჯაროებამადე ინფომრაცია EDU.ARIS.GE-მ განათლების მართვის საოინფორმაციო სისტემაში გადაამოწმა სადაც მაშინ ასეთი განმარტება მივიღეთ: „ანუ, თქვენ თუ ის საგნები არ გაქვთ ჩაბარებული, რაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე (იმ კონკრეტული ფაკულტეტისთვის) ბარდება, იმ პროგრამის არჩევის უფლებას თავად პორტალი, რომელზეც რეგისტრაციას გაივლით, არ მოგცემთ. კეთდება დაშვება, რომ შეიძლებოდეს ეროვნულებზე იმ საგანის გამოცდაზე გასვლა, რომელიც იმ პროგრამაზე ბარდება, სადაც გადასვლა გინდათ. ამას მაქსიმუმ ერთ თვეში დასრულებული სახე მიეცემა და შეგეძლებათ გაცნობა. ანუ, იმ კონკრეტულ ერთ საგანს გადააბარებთ, მერე უკვე გექნებათ მობილობის უფლება და პროგრამას ჩვეულებრივად აირჩევთ. ახლა ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს და წესით, დაახლოებით 2 კვირაში, სამინისტროს საიტზეცა და ჩვენს საიტზეც ოფიციალური სახით გამოქვეყნდება. მერე უკვე შეგეძლებათ რეგისტრაცია გაიაროთ და გამოცდებზე ის ერთი საგანი ჩააბაროთ. დიდი ალბათობით, უკვე ზაფხულში მობილობა ამ მეთოდით ჩატარდება“. აღსანიშნავია ის, რომ როგორც აღმოჩნდა, სტუდენტებს, რომელთაც მობილობით პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ ისარგებლეს, არავითარი გამოცდის გავლა არ მოუწიათ და რადიკალურად განსხვავებულ ფაკულტეტზეც კი, უპრობლემოდ შეეძლოთ გადასვლა. ეროვნულ გამოცდებზე საგნის გადაბარება – რა იცვლება სტუდენტთა მობილობის წესში Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა