Guest Georgia Posted 27 მარტი, 2021 Posted 27 მარტი, 2021 თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, დღეს, 27 მარტს კაცებშიც და ქალებშიც ორ-ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები. საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად რვა კაცი და ორი ქალი ძიუდოსტი გამოვიდა, საიდანაც შვიდი სპორტსმენი მედლებისთვის ბრძოლას უკვე გამოეთიშა. ლაშა შავდათუაშვილმა (73) და ტატო გრიგალაშვილმა (81) პირველი შეხვედრები მოიგეს და მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობენ. ალეკო მამიაშვილის (73) ჯერ პირველი ორთაბრძოლა არ ჩაუტარებია. https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616828536-გრიგალაშვილი-პირველი-მოგება.mp4 https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616831127-შავდათუაშვილის-პირველი-მოგება.mp4 შეგახსენებთ, რომ ტურნირის სასტარტო დღეს, საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. წინასწარი შეხვედრები 10:00 დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება. The post თბილისის გრანდ სლემი | შავდათუაშვილმა და გრიგალაშვილმა პირველი შეხვედრები მოიგეს #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა