Guest Georgia Posted 27 მარტი, 2021 Posted 27 მარტი, 2021 გიორგი ჩაკვეტაძე მომჯობინდა და „გენტის“ შემადგენლობაში მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა – მისი გუნდი „ოსტედეს“ ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა 4:1. გიორგი ჩაკვეტაძემ „ოსტენდესთან“ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შესვენების შემდეგ ალექსანდრ დე ბრუინმა შეცვალა, რომელიც ასევე დიდი ხნის განმავლობაში ტრავმირებული იყო. „ჩაკვეტაძე დაბრუნებას ზეიმობს“, – იუწყება ბელგიური ყოველდღიური გგამოცემა Het Laatste Nieuws, რომლის ცნობითაც, 21 წლის ქართველმა შემტევმა შეხვედრა კარგად ჩაატარა. „ჰეინ ვანჰაზებროკმა („გენტის“ მთავარი მწვრთნელი) ბევრი ფეხბურთელი ათამაშა. „გენტში“ ჩაკვეტაძემ შესვენებამდე ითამაშა, ხოლო დე ბრიუინმა – შესვენების შემდეგ. პირველმა თავი კარგი თამაშით გამოიჩინა, მეორემ კი შესვენების შემდეგ გაიტანა“, – წერს ბელგიური გამოცემა. The post ბელგიური გამოცემა – ჩაკვეტაძემ თავი გამოიჩინა #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა