Guest Georgia Posted 27 მარტი, 2021 Posted 27 მარტი, 2021 „საქართველოს ჰყავს ძლიერი გუნდი, ახალი მწვრთნელი (ვილი სანიოლი) და ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი“, – ეს ბერძნულ ინტერნეტ-პორტალთან sdna.gr-თან „ანორთოსისის“ ქართველმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა. მსგავსი: ვილი სანიოლი - ასეთი მომენტების გაფუჭება ძალიან საწყენია, მაგრამ მომავლის იმედი გამიჩნდა #1TVSPORT გამოცემამ 53 წლის ქართველ მწვრთნელს ინტერვიუ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მომავალ დაპირისპირებამდე ჩამოართვა, რომელიც 31 მარტს სალონიკში შედგება. „საქართველოს ნაკრებს შვედეთში გაუჭირდა. მაგრამ პირადად მე გუნდის სათამაშო სტილი მომეწონა. საგოლე მომენტები შექმნეს და შეტევის ბოლო ფაზაში მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, ქულის მოპოვებას იოლად შეძლებდნენ. სანიოლი ყურადღებას ამახვილებს დაცვაზე, გუნდი ორგანიზებულად თამაშობს და შეტევაში მუდმივად მეტოქის სისუსტეს და შეტევის შესაძლებლობებს ეძებს“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ. ქეცბაიას თქმით, საქართველოს ნაკრები პერსპექტიული გუნდია. „შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებსაც სურთ თავი გამოიჩინონ და განვითარების კარგი პერსპექტივაც გააჩნიათ. რას უნდა მიაქციონ ყურადღება საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელებმა? ჩემი თანამემამულეები დაუფასებლობას არ გაპატიებენ. თქვენი გუნდი ამ მატჩს სერიოზულად უნდა მოეკიდოს, რათა არ დაზარალდეს“. ქართველმა მწვრთნელმა ჯგუფიდან ბერძნების გასვლის შანსებზეც ილაპარაკა. „საბერძნეთის ნაკრებმა ესპანეთთან კარგ შედეგს მიაღწია. შვედეთში საქართველოს ნაკრების ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ჯგუფში მეორე ადგილისთვის შესაძლოა, საბერძნეთს კონკურენცია საქართველომ გაუწიოს“. The post ქეცბაიას სანიოლის ნაკრები მოეწონა – ეს გუნდი საბერძნეთს დაუფასებლობას არ აპატიებს #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა