Guest Merlin Posted 26 მარტი, 2021 Posted 26 მარტი, 2021 აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Instagram-ის მომხმარებელს ფსევდონიმით Jay Mazini, ბრალად მისი 1 მილიონზე მეტი გამომწერისთვის 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინის ქურდობა წაუყენა. ბრალდებულის ნამდვილი სახელი ჯაბარა იგბარაა (Jebara Igbara). ის თაღლითობას ეწეოდა და გამომწერებს ბიტკოინის შესყიდვას მიმდინარე კურსზე 3.5-5%-ით უფრო ძვირად სთავაზობდა, შემდეგ კი თანხას არ ურიცხავდა. დადგინდა, რომ იგბარამ სულ 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი მიითვისა, თუმცა გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება. „მოცემულ მომენტში იგბარა ეჭვმიტანილია, ვიდრე ბრალდება სასამართლოს მიერ არ იქნება დამტკიცებული ის უდანაშაულოდ ითვლება. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.“- ნათქვამია სამართალდამცავი ორგანოების განცხადებაში. წყარო:https://www.theblockcrypto.com The post ინსტაგრამის ვარსკვლავს ბრალად გამომწერებისთვის 2.5 მილიონი დოლარის ბიტკოინის ქურდობა ედება appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა