Jump to content
×
×
  • Create New...

Cardano-ს ბლოკჩეინზე სმარტ კონტრაქტები აგვისტოში ამოქმედდება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Cardano-ს დეველოპერებმა ჰარდფორკ Alonzo-ს ჩატარების გეგმა წარადგინეს. განახლება აგვისტოში იქნება აქტივირებული და შედეგად სისტემას სმარტ კონტრაქტების შექმნისა და ამოქმედების შესაძლებლობები დაემატება.

Cardano 360-ის ღონისძიების დროს, IOHK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩარლზ ჰოკინსონმა (Charles Hoskinson) ჰარდფორკ Alonzo-ს ჩატარების გეგმა გაასაჯაროვა, რომელიც სმარტ კონტრაქტებს ხელმისაწვდომს გახდის.

Alonzo-ს სატესტო ქსელი შესაძლოა უკვე მომდევნო თვეში ამოქმედდეს. თავდაპირველად დეველოპერები სმარტ კონტრაქტებზე მუშაობას სატესტო ქსელში შეძლებენ.  ტესტირების შემდეგ მოხდება კოდის ფიქსაცია და დაიწყება განახლების აქტივაციის პროცესი.

უამრავი ახალი აპლიკაციის მყისიერი ჩაშვება  Alonzo-ს ძირითად ქსელში ამოქმედებისთანავე იქნება შესაძლებელი, რაც აგვისტოში იგეგმება. Cardano-ს დეველოპერებმა უკვე წარადგინეს Plutus-ის პროგრამირების ენაზე დაწერილი აპლიკაცია, რომელიც ტოკენების გაცვლის საშუალებას იძლევა. ის შესაძლოა ეთერიუმის ბლოკჩეინზე დეცენტრალიზებული ბირჟების კონკურენტი გახდეს.

ბოლო თვეების მანძილზე Cardano-მ რამდენიმე ჰარდფორკი განახორციელა. პროტოკოლის პირველი განახლება – ჰარდფორკი Allegra, დეკემბერში იყო აქტივირებული. მეორე იყო ჰარდფორკი Mary, რომელიც მარტში ჩატარდა და მომხმარებლებისთვის ტოკენების დამატება სმარტ კონტრაქტის გარეშე გახადა შესაძლებელი. Alonzo კი ბლოკჩეინზე სმარტ კონტრაქტების ამოქმედებას  გახდის შესაძლებელს.

ცოტახნის წინ Bloomberg-თან ინტერვიუში IOHK-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩარლზ ჰოკინსონმა განაცხადა, რომ ასზე მეტი კომპანია ეთერიუმიდან Cardano-ზე გადასვლის პროცესშია. თუმცა, მისი განცხადება ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ერთადერთი წყაროა.

წყარო: https://bits.media

The post Cardano-ს ბლოკჩეინზე სმარტ კონტრაქტები აგვისტოში ამოქმედდება appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   65 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 64 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Facebookexternalhit(5)
    • Chrome(5)
    • YandexBot(4)