Jump to content
×
×
  • Create New...

რუსეთის საგარეო უწყება - საქართველოს ნატო-ში ფორსირებულად გაწევრიანების გეგმა რეგიონში სტაბილურობას ხელს არ უწყობს


Guest Genetic Miracle
 Share

Recommended Posts

Guest Genetic Miracle

საქართველოს ნატო-ში ფორსირებულად გაწევრიანების გეგმა რეგიონში სტაბილურობას ხელს არ უწყობს, – ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ რუსეთი საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„რუსული, აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარე გამოვიდნენ მოწოდებით, რომ ძალისხმევა კონცენტრირებული იყოს სამხრეთ კავკასიაში მყარი და სანდო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. რუსეთი და მისი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ ამ სტრატეგიული ამოცანის მიღწევა შეუძლებელია, ერთი მხრივ თბილისსა და მეორე მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმების გარეშე. სწორედ ეს პრაქტიკული ზომა შეიტანდა მნიშვნელოვან წვლილს ზოგადად, რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო სიტუაციის შექმნაში. ასეთი დოკუმენტის იმპერატიულობა ნაკარნახევია აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობის ზრდით, მათ შორის საქართველოს ნატო-ში ფორსირებული წესით გაწევრიანების გეგმით“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ „სიტუაციის კიდევ უფრო განმუხტვას ხელს შეუწყობდა საქართველოსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტიაცია-დემარკაციის პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დაწყებას“. მოსკოვში განაცხადეს, რომ „მათ ასევე მიაქციეს ყურადღება, რომ თბილისში ანტირუსული რიტორიკა გრძელდება“.

„ქართული მხარის მიერ არჩეული ხაზი არა მხოლოდ ხელს უშლის ჟენევის ფორმატში კონსტრუქციული ატმოსფეროს ფორმირებას, არამედ ბლოკავს ზოგიერთ მიმართულებას, უპირველეს ყოვლისა ჰუმანიტარული ჯგუფის სრულად ფუნქციონირებას. საქმე ეხება კონკრეტულად საქართველო მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოტანილ პოლიტიზებულ რეზოლუციას დროებით იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების შესახებ, რაც იმ პირობებში ხდება, როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს კვალავაც არ აქვთ საშუალება, წარმოადგინონ ნიუ იორკში საკუთარი მოსაზრება ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი ივნისის ბოლოს გაიმართება.

ps. თან რო ფორსირებულია :drug: 

Share on other sites

Guest Genetic Miracle

ლაშა დარსალია - დღესაც გაიჟღერა რუსეთის მხრიდან უკმაყოფილებამ საქართველოს არჩევანით, როგორიც არ უნდა იყოს მუქარა, საქართველო უკან არ დაიხევს

21:59, 26.03.2021

 

ბრჭყალებში „ტრადიციულად“ ამ რაუნდზეც გაიჟღერა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხმა, რაზეც ცალსახაა პასუხი – საქართველოსთვის მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ისევე როგორც ტერიტორიული მთლიანობა არის ერთმანეთისგან განუყოფელი საკითხები და ის წითელი ხაზები, რომელზეც საზოგადოება თანხმდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ჟენევაში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს, რადგან ეს ქართული საზოგადოების შეუქცევადი არჩევანია.

„როგორიც არ უნდა იყოს მუქარა და ზეწოლა საქართველოზე, ეს არის ის წითელი ხაზები, რომლისგანაც საქართველო გადახვევას არ აპირებს. დღესაც ასე ვუპასუხეთ. დღესაც გაიჟღერა რუსეთის მხრიდან უკმაყოფილებამ საქართველოს ამ არჩევანით და მათ ამაზე პასუხი დიდი ხანია, იციან. პასუხი არის ცალსახა, ეს არის შეუქცევადი არჩევანი, არჩევანი ქართული საზოგადოების და წითელი ხაზები, რომელზეც საქართველო უკან არ დაიხევს“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   347 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 347 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(11)
    • Googlebot(1)