Guest Georgia Posted 26 მარტი, 2021 Posted 26 მარტი, 2021 ბევრისთვის მოულოდნელი იყო, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფის (სადაც საქართველო თამაშობს) სასტარტო შეხვედრაში ესპანეთის და მადრიდის „რეალის“ კაპიტანი, სერხიო რამოსი საბერძნეთთან შესვენაბზე შეცვალეს. მსგავსი: ესპანეთმა საბერძნეთთან ქულები დაკარგა და თბილისში რევანშის ასაღებად ჩამოვა [ვიდეო] #1TVSPORT მისმა შემცვლელმა, ინიგო მარტინესმა მოედანზე შესვლის მერე პენალტი აიკიდა და საბერძნეთმა ანგარიში გაათანაბრა. ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განმარტა, რომ ეს წინასწარ შეთანხმებული შეცვლა იყო. „სერხიო რამოსი კარგად არის. წინასწარ გადავწყვიტეთ, რომ ის მხოლოდ პირველ ტაიმს ითამაშებდა”, – განაცხადა ლუის ენრიკემ. მაგრამ საქმე ასე იოლადაც არაა. გასულ კვირას, მადრიდის „რეალის“ ცენტრალური მცველი ტერფის ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა, მაგრამ ამის გამო „რეალის“ მატჩი „სელტას“ წინააღმდეგ გამოტოვა. ლუის ენრიკეს თქმით, ცენტრალურ მცველს ესპანეთის ნაკრებში ვარჯიშისას არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მოკლედ, სერხიო რამოსი ესპანეთის ნაკრებთან ერთად საქართველოში გამოფრინდა, სადაც 28 მარტს „ჯვაროსნებს“ დაუპირისპირდებიან. ხვალ, 19:45 ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე „დინამო-არენაზე“ პრესკონფერენციას გამართავს, ხოლო 20:30 ესპანეთის ნაკრების ვარჯიშს, რომელიც მედიისთვის საწყისი 15 წუთი გაიხსნება. მატჩი კვირას, 28 მარტს, 20:00-ზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102,3) შემოგთავაზებთ. აქვე ვიტყვით, რომ ესპანეთის მატჩისადმი ინტერესის გამო, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს Sky Sports აჩვენებს. The post სერხიო რამოსი ჯანმრთელადაა და ესპანეთს თბილისში უკაპიტნებს #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა