Jump to content
×
×
  • Create New...

კინოცენტრი პროექტების თანადაფინანსებაზე განაცხადებების მიღებას იწყებს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას კინოპროექტების (წარმოების გარდა) თანადაფინანსებაზე.

კონკურსის პრიორიტეტებია:

  • განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება (ტრენინგები, მასტერ-კლასები, ვორქშოპები, ლექციები);
  • კინოდისტრიბუცია (რეგიონებში კინოთეატრებისა და კინოსივრცეებისამოქმედების კონცეფციების შექმნა, სადისტრიბუციო კომპანიების დაარსების წახალისება, კინოკვირეულების, შემოქმედებითი და საიუბილეო საღამოების
    ჩატარება, რეგიონული კინოკლუბების მხარდაჭერა, ვებ პლატფორმის შექმნა);
  • კინოლიტერატურის გამოცემა (ბეჭდვის გარდა) – მონოგრაფიები, ალბომები, სახელმძღვანელოები, მემუარები;

პროექტები უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე.

კინოცენტრი განიხილავს ისეთ საერთაშორისო პროექტებსაც, რომლებიც შეესაბამება აღნიშნულ პრიორიტეტებს და რომელთა განხორციელება მთლიანად ან ნაწილობრივ იგეგმება საქართველოში.

განაცხადის შემოტანა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, მოითხოვოს შეხვედრა განმცხადებელთან ან დამატებითი საბუთების წარმოდგენა. პროექტის განაცხადში მითითებული უნდა იყოს პროექტის დეტალური ბიუჯეტი.
ეროვნული კინოცენტრი განიხილავს მხოლოდ ისეთ პროექტებს, რომლებსაც აქვთ დაფინანსების სხვა წყაროც.

განაცხადების (თანდართული ფორმით) მიღების საბოლოო ვადაა 2021 წლის 29 აპრილი.

დამატებითი ინფორმაციისა და პროექტის დაფინანსების განაცხადის ფორმის შევსებაზე კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსს მანანა სურაძეს(ტელ. 577 553702; ელექტრონული ფოსტა – m.suradze@gnfc.ge).

პროექტის დასარეგისტრირებლად შევსებული და ხელმოწერილი განცხადის ფორმა, ასევე ყველა მოთხოვნილი საბუთი უნდა  გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: info@gnfc.ge

ეროვნული კინოცენტრი წარმოდგენილ პროექტებს განიხილავს არაუგვიანეს 14 მაისისა.
გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება პროექტების ავტორებს.

The post კინოცენტრი პროექტების თანადაფინანსებაზე განაცხადებების მიღებას იწყებს appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   202 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 201 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(21)
    • Googlebot(3)
    • Facebookexternalhit(1)
    • ASIA