Jump to content
×
×
  • Create New...

„ბარსელონას“ „ავსტრიელი მესის“ შეძენა სურს #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

„ბარსელონა“ აპირებს შემადგენლობა შეავსოს თურქული წარმოშობის ავსტრიელი შემტევი ნახევარმცველით იუსუფ დემირით, – იტყობინება ESPN.

დღეისთვის დემირი ვენის „რაპიდში“ თამაშობს და ბევრი კლუბის ინტერესთა სფეროშია მოქცეული. კერძოდ, 17 წლის ფეხბურთელით ასევე ინტერესდებიან „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“, „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“. მთავარი პრეტენდენტი კატალონური გრანდია, რომელიც მზად არის 6-8 მილიონი ევრო გადაიხადოს.

დემირის მეტსახელია – „ავსტრიელი მესი“. ის არგენტინელ ვარსკვლავს თავის კერპს უწოდებს, გარდა ამისა, ორივე ერთი სიმაღლისაა, ორივე ცაციაა ბურთის მსგავსი ფლობით და მოედანზე პოზიციით.

დემირმა „რაპიდის“ ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო ფეხბურთის თამაში, ძირითად გუნდში კი 2019 წლის დეკემბერში ჰქონდა დებიუტი. ამ სეზონში მან 24 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

პირველად საყოველთაო ყურადღება იუსუფ დემირმა 2019 წელს, საერთაშორისო ტურნირზე მიიპყრო. იქ „რაპიდი“ ფინალში გავიდა და 2:3 წააგო „ლივერპულთან“. 15 წლის დემირი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

The post „ბარსელონას“ „ავსტრიელი მესის“ შეძენა სურს #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share