Guest Georgia Posted 26 მარტი, 2021 Posted 26 მარტი, 2021 თბილისის გრანდ სლემზე, კაცებში 60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ ოქროს მედალი მოიგო. ფინალში მან უზბეკ კემრან ნურილაევს სძლია: https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616766668-ნოზაძე-ნურალიევი.mp4 დღესვე მოგვიანებით ოქროს მედლისთვის კიდევ ორი ქართველი იბრძოლებს. 66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი უზბეკ ძიუდოისტს დაუპირისპირდება,ხოლო ფინალშია და თბილისის გრანდ სლემის მოსაგებად იჭიდავებს ეთერ ლიპარტელიანი (57), მან ნახევარფინალში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, წარმოშობით იაპონელს,კანადის სახელით მოასპარეზე კრისტა დეგუჩის სძლია და ფინალში კოსოვოელ ნორა ჯაკოვას შეხვდება. ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის ბაგრატ ნინიაშვილი (66) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანიც (52) იჭიდავებენ. ტურნირზე დღეს სულ ათი ქართველი გამოვიდა, საიდანაც სამწუხაროდ, ხუთი – ბექა წიფიანი, ლაშა ჩადუნელი, შაქრო შათირიშვილი, მარიამ ჯანაშვილი და მზია ბებოშვილი ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ. თემურ ნოზაძე VS კემრან ნურილაევიThe post ქართველი ძიუდოისტებიდან თბილისის გრანდ სლემზე პირველი ოქროს მედალი თემურ ნოზაძემ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა