Guest Merlin Posted 26 მარტი, 2021 Posted 26 მარტი, 2021 პარლამენტის განათლების კომიტეტში „ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს” განიხილავენ, რომლის თანახმადაც, კერძო სკოლებისთვის დავალიანების მქონე მოსწავლეების გარიცხვის პროცედურები იცვლება. კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა კერძო სკოლების წარმომადგენლები ვადების გადმოწევას ითხოვენ. კერძო სკოლების ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, მშობლების ნაწილი სარგებლობს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზით, რომლის თანახმადაც, კერძო სკოლიდან, მშობლის სურვილის გარეშე, ბავშვის გარიცხვა სასამართლოსაც კი არ შეუძლია. იმის გამო, რომ ადმინისტრაცია დავალიანებაზე არ ელაპარაკოს, მშობლების ნაწილი სკოლაში წლების მანძილზე არ ცხადდება. „ბავშვის ქცევა იქნება, თუ ნებისმიერ აკადემიური მოსწრება, თუ რაღაც მსგავსი, მშობელი უბრალოდ არ არის ჩართული ამ პროცესში. მე თუ მკითხავთ, ამ კანონის მიღება ბავშვის დაზარალება კი არაა, რეალურად არის ის, რომ მშობელი აიძულოს, ჩაერთოს ბავშვის აღზრდაში და მან იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა. კერძო სკოლებში გვაქვს შემთხვევები, მე მაგალითად მქონია შემთხვევა, რომ ბავშვს 4-5 წელიწადი უვლია სკოლაში და მშობელი თვალით ვერ ვნახე. განა არ ვნახე, ვერ ვნახე, არ მოვიდა ჩემამდე. როგორ უნდა ვიმუშაო ასეთ ბავშვთან, როდესაც საჭიროა ფსიქოლოგის თუ ოჯახის ჩართულობა. ამ შემთხვევაში ჯობია, რომ მშობელს ჰქონდეს გარკვეული პასუხისმგებლობები. საუბარი, რომ ამ კანონის მიღებით ათასობით ბავშვი კერძო სკოლის მიღმა დარჩება, გამორიცხულია. სადაც 1% მაინც არსებობს, რომ სკოლა მშობელს მოელაპარაკოს, აუცილებლად მოელაპარაკება მშობელს და მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს სკოლა ამ ბერკეტს“, – ამბობს კერძო სკოლების ასოციაციის წარმომადგენელი. კანონპროექტით დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება, ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან, მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე. კერძო სკოლა ვალდებული იქნება, მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე, ან სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების დღესვე აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ხოლო მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას, მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. „ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა კერძო სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი იქნება“ კერძო სკოლებს დავალიანების მქონე მოსწავლეების გარიცხვის პროცესი გაუმარტივდებათ – რა ცვლილება იგეგმება კანონში Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა