Jump to content
×
×
  • Create New...

„მანჩესტერ იუნაიტედი“ სოლსკიაერთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა კმაყოფილია მთავარი მწვრთნელის ოლე გუნარ სოლსკიაერის მუშაობით. მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ იმის მიუხედავადაც, თუ ამ სეზონში გუნდი ვერც ერთ ტიტულს ვერ მოიგებს. ამის შესახებ ESPN წერს.

კლუბში მიაჩნიათ, რომ 48 წლის ნორვეგიელის მთავარ მწვრთნელად მისვლის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოუმატა და შესამჩნევად პროგრესირებს. სოლსკიაერის მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება.

მანჩესტერული კლუბი მეორე ადგილზეა პრემიერლიგაში და გასულია ევროპის ლიგის მეოთხედფინალში, სადაც ესპანურ „გრანადას“ შეხვდება.

The post „მანჩესტერ იუნაიტედი“ სოლსკიაერთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share