Jump to content
×
×
  • Create New...

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა რუმინეთთან მატჩისთვის 23-კაციანი რაზმი გამოაცხადა #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

შეგახსენებთ, 28 მარტს, 15 საათზე, „მიხეილ მესხზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრიბუნებზე ქომაგთა ტევადობის 30% დაიშვება.

წინა თამაშთან შედარებით, რომელშიც ბორჯღალოსნებმა 20 მარტს რუსეთს, კალინინგრადში ბონუსით – 23:6 სძლიეს, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა.

 

ხმალაძე ნინიაშვილის ნაცვლად

იძულებითი ხასიათის ცვლილებაა ხაზში. დავით ნინიაშვილს მცირე ტრავმა აწუხებს და მის ნაცვლად ფულბეკად თამაშს გამოცდილი ლაშა ხმალაძე იწყებს, რომელიც პორტუგალიასთან მგეზავი იყო, მას შემდეგ კი არ უთამაშია.

დანარჩენმა უკანახაზელებმა ადგილი შეინარჩუნეს. ღერძს გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე წარმოადგენენ; ცენტრში მერაბ შარიქაძისა და გიორგი კვესელაძის წყვილს ვიხილავთ; ფრთებზე ალექსანდრე თოდუა და აკა ტაბუცაძე იწყებენ.

უცვლელია ხაზის მარქაფაც: 9 ნომრის შეცვლაზე მიხეილ ალანია შევა; მგეზავს გიორგი ბაბუნაშვილი შეცვლის, რომელსაც სანაკრებო დებიუტი რუსეთთან ჰქონდა; ფულბეკად თამაშში სოსო მათიაშვილი ჩაერთვება.

1616759851-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E

 

ორი ცვლილება შერკინებაში

როტაციის პრინციპით, ამჯერად კვაჭად თამაშს შალვა მამუკაშვილი იწყებს, ხოლო გიორგი ჭყოიძემ მარქაფაში (ჯაბა ბრეგვაძის ნაცვლად) გადაინაცვლა.

ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს ბურჯებმა – ბექა გიგაშვილმა და გიორგი მელიქიძემ; მეორე ხაზში ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ლაშა ჯაიანისა და დავით გიგაურის წყვილი; ტრავმა მოიშუშა და ძირითადში ბრუნდება მესამეხაზელი ბექა საღინაძე, ხოლო გიორგი თხილაიშვილმა მარქაფაში გადაინაცვლა. მესამე ხაზში თამაშს იწყებენ მიხეილ გაჩეჩილაძე და თორნიკე ჯალაღონია.

მეორე ხაზში შეცვლაზე კვლავ ნოდარ ჭეიშვილი შევა, ხოლო ბურჯებს ნიკა აბულაძე და გია ხარაიშვილი შეცვლიან. აღსანიშნავია, რომ „ყოჩების“ ბურჯი აბულაძე პირველ სანაკრებო კეპს მოიხვეჭს. მან გურამ გოგიჩაშვილის ადგილი დაიკავა, რომელიც შეთანხმების თანახმად „რასინგ 92-ს“ დაუბრუნდა.

 

შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ლევან მაისაშვილი ამბობს:

„ნიკამ აბულაძემ ამ ოთხი კვირის განმავლობაში კარგად იმუშავა. სამწუხაროა, რომ კუნთის დაჭიმვის გამო პატარა ჩაგდება ჰქონდა, მაგრამ ახლა კარგ ფორმაშია და დებიუტისთვის მზად არის. ნინიაშვილმა რუსეთთან მატჩის შემდეგ ტრავმა ვერ მოიშუშა და მის ნაცვლად ფულბეკად ლაშა ხმალაძეა. მისთვის ეს პოზიცია ნაცნობია და ამ ეტაპზე ვთვლით, რომ თამაში მან უნდა დაიწყოს. ძალიან კარგია, რომ ბექა საღინაძე დაგვიბრუნდა, რომელმაც კუნთის ტრავმის გამო წინა ორი შეხვედრა გამოტოვა. ფაქტობრივად, ამ ეტაპისთვის საუკეთესო შემადგენლობა დავაყენეთ“.

 

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი

IV ტური. 28 მარტი. თბილისი. მიხეილ მესხი. 15:00 (საქ. დრო)

საქართველო–რუმინეთი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (86 კეპი, 53 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (10 კეპი, 40 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (32 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (75 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (92 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (23 კეპი, 152 ქულა), 9. გელა აფრასიძე (33 კეპი, 24 ქულა);

შერკინება: 1. ბექა გიგაშვილი (22 კეპი, 5 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (81 კეპი, 55 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (26 კეპი, 15 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (10 კეპი), 5. დავით გიგაური (10 კეპი, 5 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (15 კეპი, 10 ქულა), 7. ბექა საღინაძე (19 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (8 კეპი, 10 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (15 კეპი, 5 ქულა), 17. ნიკა აბულაძე (უკეპო), 18. გია ხარაიშვილი (3 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (29 კეპი), 20. გიორგი თხილაიშვილი (64 კეპი, 60 ქულა); 21. მიხეილ ალანია (4კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (1 კეპი), 23. სოსო მათიაშვილი (32 კეპი, 156 ქულა).

rugby.ge

The post ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა რუმინეთთან მატჩისთვის 23-კაციანი რაზმი გამოაცხადა #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share