Jump to content
×
×
  • Create New...

ტაიმაუტი | გიორგი ჩიხრაძე – ვფიქრობ, გიორბელიძე საკმაოდ კარგი მცველი გაიზრდება [ვიდეო] #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების პირველი შეხვედრა შვედეთის წინააღმდეგ (0:1) ეროვნული გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა გიორგი ჩიხრაძემ შეაფასა.

გამოცდილი სპეციალისტის თქმით, „ჯვაროსნებში“ ვილი სანიოლის დანიშვნის შემდეგ ბევრი სიახლე დაინახა.

„12 ნოემბრის მატჩის შემდეგ გუნდში ბევრი სიახლე იყო – ახალი სამწვრთნელო შტაბი, ახალი მოთამაშეები, ეროვნული ჩემპიონატიდან ორმა ფეხბურთელმა ითამაშა. მწვრთნელს მწირი დრო ჰქონდა, იყო ფეხბურთელებთან დაკავშირებული პრობლემები. ამიტომ ის თამაში, რაც სანიოლს სურდა ეჩვენებინა, სრულად არ გამოუვიდა და ძნელიც იქნებოდა. ამიტომ გუნდმა ითამაშა იმ სტრატეგიით და შემადგენლობით, რომლითაც ვაისის დროს თამაშობდა,“ – ამბობს გიორგი ჩიხრაძე.

მან საქართველოს ნაკრების სხვა მეტოქეებზეც ილაპარაკა:

„ძლიერ ჯგუფში ვართ, ორი გამოკვეთილი ფავორიტია, ესპანეთი და შვედეთი. შედარებისთვის ვიტყვი – ევროშესარჩევ ჯგუფში როდესაც მეტოქეებად ავსტრია და შვეიცარია გვყავდა, ვიძახდით, რომ შანსი არ გვქონდა. მაგრამ შეხვედრებმა გვაჩვენა, რომ მოგება ყველასთან შეიძლებოდა. ამიტომ წინასწარ არ უნდა შევეგუოთ, რომ ვიღაც ფავორიტია და ვერ მოვუგებთ. ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი და კოსოვო კარგი გუნდებია, მაგრამ ჩევნც არ უნდა ჩამოვრჩეთ“.

1616706332-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%91%Eგრიგოლ ჩაბრაძე

გიორგი ჩიხრაძემ სანიოლის განხორციელებული ცვლილებები შეაფასა:

„პირველივე თამაშში დებიუტანტების დაყენებას არ მოერიდა, მაგალითად, ეროვნული ჩემპიონატიდან ჩაბრაძე დააყენა და გიორბელიძე, რომელსაც დიდი დრო გაუცდა და ავსტრიულ გუნდში ადგილს ახლა იმკვიდრებს. მეორე ტაიმში შეცვლებით მას ნახევარდაცვისთვის მეტი დინამიურობის მიცემა სურდა და მეორე ტაიმში მომენტებიც გვქონდა. ეს დასანახია.

გიორბელიძეს დაცვაში ცუდად არ უთამაშია, შეტევებშიც აქტიურად ცდილობდა ჩართვას და საკმაოდ აქტიური იყო. მეორე ტაიმში უფრო აქტიურობდა და ერთი კარგი გადაცემაც გააკეთა. რაც შეეხება დაცვაში თამაშს, გასათვალისწინებელია მისი გამოუცდელობა და სათამაშო პრაქტიკა. როდესაც საჯარიმოში იბრაჰიმოვიჩი იყო, ფლანგიდან ჩაწოდებები მაქსიმალურად უნდა შეგვეზღუდა. აქ მცველს ნახევარმცველიც უნდა დაეხმაროს. მიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ პერსპექტიული მოთამაშეა, რომელსაც კლუბში ადგილის დამკვიდრება სჭირდება და საკმაოდ კარგი მარცხენა მცველი გაიზრდება. ჩაბრაძემ კი დასაწყისში სტაბილურად, საიმედოდ და თავდაჯერებულად ითამაშა. მაგრამ ამ დონეზე თამაშს გარკვეული გამოცდილება სჭირდება, რადგან ეროვნული ნაკრებების დონეზე მეტი სისწრაფეები და სხვა ფსიქოლოგიური დატვირთვებია“.

1616758911-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%Eგურამ გიორბელიძე

The post ტაიმაუტი | გიორგი ჩიხრაძე – ვფიქრობ, გიორბელიძე საკმაოდ კარგი მცველი გაიზრდება [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   189 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 189 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(21)
    • YandexBot(20)
    • Facebookexternalhit(2)