Guest Georgia Posted 26 მარტი, 2021 Posted 26 მარტი, 2021 დღეს, 26 მარტს თბილისში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირის პირველივე დღეს წარმატებულად ასპარეზობენ საქართველოს ნაკრების წევრები. გრანდ სლემზე გამომსვლელი 10 სპორტსმენიდან ხუთს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ. კაცებში 60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე ფინალშია და უზბეკ კემრან ნურილაევს შეხვდება. ოქროს მედლისთვის ასევე უზბეკ ძიუდოისტს დაუპირისპირდება ვაჟა მარგველაშვილი (66). ფინალშია და თბილისის გრანდ სლემის მოსაგებად იბძოლებს ეთერ ლიპარტელიანი (57), მან ნახევარფინალში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, კანადელ კრისტა დეგუჩის სძლია და ფინალში კოსოვოელ ნორა გჟალკოვას შეხვდება. https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616753695-მარგველაშვილი-ნინიაშვილი-1.mp4 https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616753721-ლიპარტელიანი-მეოთხედფინალი.mp4 https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616754313-ნოზაძე-მეოთხედფინალი.mp4 https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616754922-მარგველაშვილი-ნახევარფინალი.mp4 https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616755783-ლიპარტელიანი-ნახევარფინალი.mp4 https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616756826-ნოზაძე-ნახევარფინალი.mp4 ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის ბაგრატ ნინიაშვილი (66) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52) იჭიდავებენ. ტურნირზე დღეს სულ ათი ქართველი გამოვიდა, საიდანაც სამწუხაროდ, ხუთი – ბექა წიფიანი, ლაშა ჩადუნელი, შაქრო შათირიშვილი, მარიამ ჯანაშვილი და მზია ბებოშვილი ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ. წინასწარი შეხვედრები 09:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება. The post თბილისის გრანდ სლემი | სამი ქართველი ძიუდოისტი ოქროსთვის, ორი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა