Jump to content
×
×
  • Create New...

ექსკლუზივი | შვედეთთან ტრავმირებული კვარაცხელია ესპანეთთან მზად იქნება #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი შეხვედრა შვედეთთან 0:1 წააგო.

ბევრისთვის მოულოდნელი იყო ცვლილება, რომელიც ვილი სანიოლმა შეცვლაზე განახორციელა – პირველ ტაიმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა და მეორე ნახევრის სტარტზე თამაშში ოთარ კიტეიშვილი ჩართო.

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა ამ ცვლილების შესახებ უსიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა, რომ მიზეზი ჩვენი ნაკრების მოთამაშის ტრავმა გახდა.

„ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშის გაგრძელება პირველ ტაიმში მიღებული ტრავმის გამო ვერ შეძლო“, – წერია ნაკრების ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილია, რამდენად სერიოზულია კვარაცხელიას ტრავმა. აღმოჩნდა, რომ ხვიჩამ ერთ-ერთი ორთაბრძოლის შემდეგ თავში ტკივილები იგრძნო და თამაშის გაგრძელება ამიტომ ვერ მოახერხა. ანუ გავრცელებული ხმები, რომ სანიოლი მისი თამაშით უკმაყოფილო იყო, არასწორია.

ითამაშებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია 28 მარტს, როდესაც საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთს თბილისის „დინამო-არენა“ უმასპინძლებს? საქართველოს პირველი არხის ცნობით, სავარაუდოდ, საშიში არაფერია და ექიმებმა დასვენება ურჩიეს. ხვიჩა დღეს დაისვენებს და ხვალ ივარჯიშებს, ესპანეთამდე კი თამაში უნდა შეძლოს.

The post ექსკლუზივი | შვედეთთან ტრავმირებული კვარაცხელია ესპანეთთან მზად იქნება #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   196 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 196 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • Facebookexternalhit(2)
    • YandexBot(13)