Jump to content
×
×
  • Create New...

გიორბელიძე დებიუტით გახარებულია – სამწუხაროა, რომ ქულაც ვერ ავიღეთ #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

გურამ გიორბელიძემ ეროვნულ ნაკრებში გამართულ სადებიუტო მატჩზე ილაპარაკა. ვილი სანიოლმა ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მარცხენა მცველი შვედეთთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

„ჯვაროსნების“ წაგების მიუხედავად, 24 წლის დებიუტანტმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და შეიძლება ითქვას, სანიოლს იმედები გაუმართლა.

„მოხარული ვარ, რომ ეროვნულ გუნდში ჩემი დებიუტი შედგა. რაც შეეხება თამაშს, ბოლომდე ვიბრძოლეთ და სამწუხაროა, რომ ქულაც ვერ ავიღეთ. ვფიქრობ, ცოტათი რომ გაგვმართლებოდა ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო. შემდეგ მატჩში ძალიან რთული მეტოქე გვყავს, შევეცდებით, რომ ძალები სწრაფად აღვიდგინოთ და წარმატებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯოთ“, – ამბობს გურამ გიორბელიძე.

The post გიორბელიძე დებიუტით გახარებულია – სამწუხაროა, რომ ქულაც ვერ ავიღეთ #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   196 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 196 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • Facebookexternalhit(2)
    • YandexBot(13)