Jump to content
×
×
  • Create New...

განათლების სამინისტროს ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი სსიპ-ის ხელმძღვანელი გადადგა – „მადლობა გიორგი გახარიას“


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი სსიპ-ის, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაცია დავით ფარცვანიამ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

163889590_10220136029738754_167489739883„მეგობრებო, დღეს მივმართე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობისთვის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა ქვეყანაში თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად მემუშავა, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს განათლების სფეროს წინსვლისა და პროგრესისთვის. გასული წლის მანძილზე პანდემიის და მასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით 200 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების შეუფერხებლად განხორციელება შევძელით. მხოლოდ 2020 წელს, 10,000-ზე მეტი ბავშვი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა სასწავლო წელს, 2000-ზე მეტი სტუდენტს აქვს შესაძლებლობა პროფესიული უნარჩვევები შეისწავლოს და განავითაროს ახალ სასწავლებლებში“, – წერს უწყების ყოფილი ხელმძღვანელი.

დავით ფარცვანია წერს, რომ საზოგადოებას დროებით ემშვიდობება და ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას და მინისტრ მიხეილ ჩხენკელს.

„ამ დროის მანძილზე პირადად ვნახე და დავრწმუნდი, როგორი თაობა გვეზრდება – ახალგაზრდები, რომლებმაც იციან თავისუფლების, შრომის ფასი, რომლებსაც უყვართ საკუთარი ქვეყანა, ფიქრობენ და ღელავენ მის მომავალზე. წლების შემდგომ ამ თაობამ უნდა გადაიბაროს და განაგრძოს ქვეყნის განვითარების პასუხისმგებლობა, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ პასუხისმგებლები მათ წინაშე სათანადო გარემოს შექმნით და განათლების სფეროს ხელშეწყობის და რეფორმირების გაგრძელებით. სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის დავრჩები ამ დარგის გულშემატკივრად, რადგან განათლება ჩვენი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. „მადლობას ვუხდი ყოფილ პრემიერ-მინისტრს – გიორგი გახარიას, რომელმაც ამ პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა მომცა! მადლობა ბატონო გიორგი რომ მენდეთ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შესაძლებლობა მომეცით. მადლობა იმ სწორი ღირებულებებისთვის და ფასეულობებისთვის, რომელსაც ატარებთ და რომელსაც გვიზიარებთ – რომელიც სამაგალითო ლიდერად გაქცევთ და თქვენთან მუშაობის ენთუზიაზმით გვავსებს. ასევე დიდ მადლობას ვუხდი განათლების და მეცნიერების მინისტრს ბატონ მიხეილ ჩხენკელს და მთლიანად სამინისტროს გუნდს, მადლობა და წარმატებები! მე დროებით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე!“, – წერს დავით ფარცვანია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   153 all people including: 1 წევრი, 3 ანონიმური, 149 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(8)
    • Chrome(27)
    • KOMBLE
    • Facebookexternalhit(4)