Guest Georgia Posted 26 მარტი, 2021 Posted 26 მარტი, 2021 დღეს, 26 მარტს თბილისში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. კაცებში 60 კგ წონით კატეგორიაში ორი შეხვედრა სუფთა გამარჯვებით მოიგო და მეოთხედფინალში იასპარეზებს თემურ ნოზაძე. 66კგ-ში ნახევარფინალისტი გარანტირებული გვყავს, ვინაიდან მეოთხედფინალში ვაჟა მარგველაშვილი ბაგრატ ნინიაშვილს დაუპირისპირდება. https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616746701-ნოზაძე.mp4 https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616748415-მარგველაშვილის-მე-2-მოგება.mp4 https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616751172-ნოზაძის-მე-3-მოგება.mp4 ასევე საუკეთესო რვა სპორტსმენში გასვლის შანსი აქვთ ორ ქალ ძიუდოისტს – 52 კგ-ში ტატიანა ლევიცკა-შუკვანს და ეთერ ლიპარტელიანს (57). https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616746682-ლიპარტელიანის-პირველი-მოგება.mp4 https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616748009-შუკვანის-მე-2-მოგება.mp4 https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616752145-ე.ლიპარტელიანი-მოგებაა.mp4 ტურნირზე დღეს სულ ათი ქართველი გამოვიდა, საიდანაც სამწუხაროდ, ხუთი – ბექა წიფიანი, ლაშა ჩადუნელი, შაქრო შათირიშვილი, მარიამ ჯანაშვილი და მზია ბებოშვილი ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ. წინასწარი შეხვედრები 09:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება. The post თბილისის გრანდ სლემი | ხუთი ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში იასპარეზებს [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა