Guest Georgia Posted 26 მარტი, 2021 Posted 26 მარტი, 2021 ჰარუ ბაშოზე 13 დღის შემდეგ ლევან გორგაძე კვლავ ინარჩუნებს დადებითი ბალანსის მოპოვების შანსს. ქართველმა სეკიტორმა, რომელსაც სუპერტურნირზე წაგების უფლება აღარ აქვს, ზედიზედ მესამე გამარჯვებას მიაღწია. ტოჩინოშინმა ამჯერად მე-4 მაეგაშირა კირიბაიამა დაამარცხა.მსგავსი: ტოჩინოშინის მეოთხე გამარჯვება მარტის ბაშოზე [ვიდეო] #1TVSPORT ლევან გორგაძემ მეტოქესთან აგრესიულ შეჯახებას თავი აარიდა, ოდნავ გვერდით გაიწია და კომფორტულად აიღო მონღოლის მავაში. უპირატესობის მიღების შემდეგ, ტოჩინოშინს ორთაბრძოლის წარმატებით დასრულება აღარ გასჭირვებია და მოწინააღმდეგე იორიტაოშის ილეთით გადადგა დოჰიოს მიღმა. ლევან გორგაძემ მოგება-წაგების ბალანსი მინიმუმამდე შეამცირა, მას 6 გამარჯვება და 7 მარცხი აქვს. შეგახსენებთ რომ ქართველ მებრძოლს ბაშოზე დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი 2-დან 2 გამარჯვება სჭირდება. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მე-15 მაეგაშირა ჰიდენოუმი იქნება. https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616747574-ტოჩინოშინი11.mp4 The post მოგებების სერია გრძელდება – ტოჩინოშინმა კირიბაიამას სძლია [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა