Jump to content
×
×
  • Create New...

მოგებების სერია გრძელდება – ტოჩინოშინმა კირიბაიამას სძლია [ვიდეო] ​#1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ჰარუ ბაშოზე 13 დღის შემდეგ ლევან გორგაძე კვლავ ინარჩუნებს დადებითი ბალანსის მოპოვების შანსს. ქართველმა სეკიტორმა, რომელსაც სუპერტურნირზე წაგების უფლება აღარ აქვს, ზედიზედ მესამე გამარჯვებას მიაღწია. ტოჩინოშინმა ამჯერად მე-4 მაეგაშირა კირიბაიამა დაამარცხა.

ლევან გორგაძემ მეტოქესთან აგრესიულ შეჯახებას თავი აარიდა, ოდნავ გვერდით გაიწია და კომფორტულად აიღო მონღოლის მავაში. უპირატესობის მიღების შემდეგ, ტოჩინოშინს ორთაბრძოლის წარმატებით დასრულება აღარ გასჭირვებია და მოწინააღმდეგე იორიტაოშის ილეთით გადადგა დოჰიოს მიღმა.

ლევან გორგაძემ მოგება-წაგების ბალანსი მინიმუმამდე შეამცირა, მას 6 გამარჯვება და 7 მარცხი აქვს. შეგახსენებთ რომ ქართველ მებრძოლს ბაშოზე დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი 2-დან 2 გამარჯვება სჭირდება. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მე-15 მაეგაშირა ჰიდენოუმი იქნება.

The post მოგებების სერია გრძელდება – ტოჩინოშინმა კირიბაიამას სძლია [ვიდეო] ​#1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   129 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 128 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(23)
    • YandexBot(17)
    • Facebookexternalhit(2)
    • Googlebot(2)
    • t-90