Guest Georgia Posted 26 მარტი, 2021 Posted 26 მარტი, 2021 დღეს, 26 მარტს თბილისში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. კაცებში 66-კგ წონით კატეგორიაში საკუთარი პირველი შეხვედრები სამივე ქართველმა ძიუდოისტმა მოიგო. ვაჟა მარგველაშვილს, ბაგრატ ნინიაშვილს და ბექა წიფიანს მეოთხედფინალში გასასვლელად თითო გამარჯვება სჭირდებათ. მარგველაშვილი და ნინიაშვილი კი გასვლის შემთხვევაში ერთმანეთის წინააღმდეგ ნახევარფინალის საგზურისთვის დაუპირისპირდებიან, 60კგ-ში ლაშა ჩადუნელმა პირველი წრე გაიარა, შაქრო შათირიშვილი კი გრანდ სლემს გამოეთიშა. https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616741082-წიფიანის-პირველი-მოგება.mp4 https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616741021-მარგველაშვილის-პირველი-მოგება.mp4 https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616744444-ჩადუნელი-პირველი-მოგება.mp4 ქალებში 52კგ-ში ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა პირველი ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო მარიამ ჯანაშვილი და მზია ბებოშვილი ტურნირს დაემშვიდობნენ. https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616741051-შუკვანის-პირველი-მოგება.mp4 თემურ ნოზაძეს (60) და ეთერ ლიპარტელიანს (57) ჯერ პირველი შეხვედრებიც არ ჩაუტარებიათ. წინასწარი შეხვედრები 09:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება. The post თბილისის გრანდ სლემი | ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა პირველ შეხვედრებში გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა