Guest Georgia Posted 26 მარტი, 2021 Posted 26 მარტი, 2021 „მაიამიმ“ მიმდინარე რეგულარულში ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო. ამჯერად „ჰიტი“ საკუთარ არენაზე „პორტლენდს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 122-125 დამარცხდა. გამარჯვებულის ვინაობა ბოლომდე გაურკვეველი იყო. თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა. ბოლო წამზე დემიენ ლილარდმა სამქულიანი ისროლა, ტრევორ არიზა კი მასზე დაცვაში თამაშისას დაჯარიმდა და ლილარდმა 3 საჯარიმო ტყორცნის სროლის უფლება მოიპოვა. „ბლეიზერსის“ გამთამაშებელმა სამივე ტყორცნა გამოიყენა. ფლორიდელებს ანგარიშის გასათანაბრებლად დრო არ ეყოთ და საბოლოოდ „პორტლენდმა“ მიმდინარე რეგულარულში რიგით 26-ე გამარჯვება იზეიმა. ტრავმის მოშუშების შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა სი ჯეი მაკკალუმმა. მის ანგარიშზე 35 ქულაა. ლილარდმა შეხვედრა 22 ქულით დაასრულა. 18 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ენეს კანტერმა. „მაიამელთა“ შორის 29 ქულით საუკეთესო ბემ ადებაიო იყო. ასევე 29 ქულა მიითვალა ტაილერ ჰერომ. 22 ქულაა კენდრიკ ნანის ანგარიშზე. „პორტლენდი“ 26 მოგებითა და 18 მარცხით მე-5 მე-6 ადგილებს „დენვერთან” ინაწილებს. „მაიამი“ კი აღმოსავლეთ კონფერენციაში 22 მოგებითა და 23 წაგებით მე-6 მე-7 ადგილებს „ატლანტასთან“ იყოფს. მაიამი – პორტლენდი 122:125 ნიუ იორკი – ვაშინგტონი 106:102 სან ანტონიო – კლიპერსი 85:98 ლეიკერსი – ფილადელფია 101:109 საკრამენტო – გოლდენ სტეიტი 141:119 The post მაკკალუმის საუკეთესო მატჩი დაბრუნების შემდეგ – „პორტლენდმა“ „მაიამი“ სტუმრად დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა