Jump to content
×
×
  • Create New...

თბილისის გრანდ სლემზე დღეს ათი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

26-28 მარტს თბილისი ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს. ტურნირზე პირველ დღეს მედლები კაცებში ორ, ხოლო ქალებში სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება. 

საქართველოს ნაკრების ღირსებას ექვსი კაცი და ოთხი ქალი ძიუდოსტი დაიცავენ.

60კგ-ში თემურ ნოზაძე, ლაშა ჩადუნელი და შაქრო შათირიშვილი, ხოლო 66-ში ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი და ბექა წიფიანი შეეცდებიან მედლების მოპოვებას.

ქალებში 57კგ წონით კატეგორიაში ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი და მზია ბებოშვილი გამოვლენ ტატამზე. 57კგ-ში კი ეთერ ლიპარტელიანი დაიცავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას.

წინასწარი შეხვედრები 09.30, ფინალური ბლოკი  კი 17.00 საათზე დაიწყება.

The post თბილისის გრანდ სლემზე დღეს ათი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share