Jump to content
×
×
  • Create New...

შვედური გამოცემა – ბოლოს, სუნთქვაშეკრულები ვისხედით და კანკალით ველოდით მეკარე ნორდფელდტის სეივს #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

შვედური გამოცემა „აფტონბლადეტის“ ავტორის აზრით, ამ ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოსთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩი ძალიან ცუდად ჩაატარა.

აი, რას წერს „აფტონბლადეტი”:

„ველოდით, რომ გვენახა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მაგიით თუ რამდენად მაღლა შეგვეძლო ფრენა. ამის ნაცვლად, დავინახეთ, მეკარე ნორდფელდტის გარეშე რამდენად ღრმად შეგვიძლია ჩავიძიროთ. მეხსიერებას მხოლოდ საშინელება დარჩა. საბოლოოდ, ჩვენ იძულებულნი გავხდით, დრო მოგვეკლა, მეტოქის თამაში ჩაგვეშალა და პანიკაში ჩავვარდით, როდესაც ქართველების შეტევების ტალღა ერთმანეთის მიყოლებით წამოვიდა. ყველაფერი კარგად დაიწყო, მაგრამ სამწუხარო ფეხბურთით დასრულდა“, – წერს შვედური გამოცემა.

„აფტონბლადეტი” შვედეთის ნაკრებში ზლატან იბრაგიმოვიჩის დაბრუნებაზეც წერს: „ზლატანის გავლენა შვედეთის თამაშზე საოცრად მცირე იყო. ეს, რა თქმა უნდა, თავისთავად ერთგვარი იმედგაცრუება იყო, მაგრამ შვედეთის დიდი პრობლემა სხვა რგოლები აღმოჩნდა. უბრალოდ, გუნდი კარგად არ თამაშობდა. გუნდს ინტენსივობა, დამაჯერებლობა და ხასიათი აკლდა. ჩვენი ყველა უარესი მხარე გავაერთიანეთ და შესაძლოა, იანე ანდერსონის დროს ნაკრებმა სახლში ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა”.

ავტორის შეფასებით, ბოლოს ქართველების შეტევებმა შვედეი შეაშინა: „მოლოდინი იმედგაცრუებაში გადაიზარდა და ნამდვილ საშინელებად იქცა. ბოლოს, ჩვენ სუნთქვაშეკრული ვისხედით და კანკალით ველოდით მეკარე ნორდფელდტი სეივს. თითქოს ვერავინ გააცნობიერა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს, სანამ გაირკვა, თუ რამდენს ვკარგავდით. ეს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს საქართველოს წინააღმდეგ მარტის ღამეს ნაჩვენები ფეხბურთით ვერ მოიპოვებს – სავსებით შესაძლებელია, ეს საგზური დაკარგოს”.

The post შვედური გამოცემა – ბოლოს, სუნთქვაშეკრულები ვისხედით და კანკალით ველოდით მეკარე ნორდფელდტის სეივს #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share