Jump to content
×
×
  • Create New...

ვილი სანიოლი – ასეთი მომენტების გაფუჭება ძალიან საწყენია, მაგრამ მომავლის იმედი გამიჩნდა #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე სოლნას „ფრენდს არენაზე“ გამართული მსოფლიოს 2022 წლის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი შეაფასა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები შვედეთთან 0:1 დამარცხდა. 

„შვედები უკეთესები იყვნენ, რადგანაც მათ გოლის გატანა მოახერხეს და მოგება დაიმსახურეს. მოვინდომეთ და თანაბრად თამაში ვცადეთ. სამწუხაროა, რომ შვედეთმა გაიტანა, რაც ჩვენ ვერ შევძელით, მაგრამ გატანა ჩვენც შეგვეძლო. მაგალითად, ქვილიათაიას და შენგელიას რეალური შანსები ჰქონდათ. ასეთი მომენტების გაფუჭება ძალიან საწყენია, მაგრამ ახლა მომავალ მატჩზე უნდა ვიფიქროთ. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობდი. მათ მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს. შემადგენლობაში ბევრი ახალი მოთამაშე გვყავდა და ეს გარკვეულად რისკი იყო, მაგრამ ეს ისეთი შეხვედრაა, რომლითაც მომავალზე აქცენტის გაკეთება შეგვიძლია. ასე თუ გავაგრძელებთ, გუნდს აუცილებლად კარგი მომავალი ელის“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

მან გუნდის მომავალზე იმედიანად ილაპარაკა: „გუნდთან ერთად მხოლოდ ორი ვარჯიში ჩავატარეთ. საქართველო შორსაა ბევრი იმ ქვეყნისგან, სადაც ჩვენი ფეხბურთელები თამაშობენ. ისინი ჯერ შეკრებაზე ჩამოფრინდნენ და შემდეგ შვედეთში გაემგზავრნენ. ახლა მომავალზე ვფიქრობთ. დღეს იმედგაცრუებულები დავრჩით, მაგრამ მჯერა, რომ საქართველოსგან კარგი გუნდი ჩამოყალიბდება. მე მომავლის იმედი გამიჩნდა. ახლა ფეხბურთელებმა ძალები უნდა აღიდგინონ, რადგანაც ესპანეთთან მძიმე მატჩი გველის“.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას თბილისში, „დინამო-არენაზე“ ესპანეთთან გამართავს. მატჩი კვირას, 28 მარტს, “დინამო არენაზე” 20:00-ზე დაიწყებ და საქართველოსპირველი არხი შემოგთავაზებთ.

The post ვილი სანიოლი – ასეთი მომენტების გაფუჭება ძალიან საწყენია, მაგრამ მომავლის იმედი გამიჩნდა #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share